მოზამბიკის დროშამოზამბიკის რესპუბლიკის ეროვნული სიმბოლო გერბთან და ჰიმნთან ერთად. დღევანდელი დროშა შემოიღეს 1983 წლის 1 მაისს. მოზამბიკის დროშა, ერთადერთი დროშაა მსოფლიოში, რომელზეც გამოსახულია თანამედროვე საბრძოლო იარაღი — კალაშნიკოვი.

მოზამბიკის რესპუბლიკის დროშა
მოზამბიკი
მიღებულია 1 მაისი, 1983
პროპორცია 2:3

დროშის შესახებ რედაქტირება

მოზამბიკის რესპუბლიკის კონსტიტუციის 297-ე მუხლში, რომელიც ჩააამატეს 2004 წლის 16 ნოემბერს, მოცემულია დროშის აღწერა:

ეროვნული დროშა გადაწყვეტილია ხუთ ფერში: წითელი, მწვანე, შავი, ყვითელი-ოქროსფერი და თეთრი.

ფერები აღნიშნავს: წითელი — წინააღმდეგობის გაწევა კოლონიალიზმის მიმართ, შეიარაღებული დაპირისპირება დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტის დაცვა; მწვანე — ქვეყნის ბუნება; შავი — აფრიკის კონტინენტი; ყვითელი-ოქროსფერი — ქვეყნის სასარგებლო წიაღისეული; თეთრი — მოზამბიკის სამართლებრივი ბრძოლა მსოფლიოში მშვიდობისთვის. დროშაზე ჰორიზონტალურად განლაგებულია მწვანე, შავი და ყვითელ-ოქროსფერი ლენტი. წითელ სამკუთხედზე ვარსკვლავია გადაშლილი წიგნით, რომელიც გადაჯვარედინებულად გამოსახულია საბრძოლო იარაღი და თოხი. ვარსკვლავი საერთაშორისო სოლიდარობის მოზამბიკელი ერისთვის გამოხატვის იმედს განასახიერებს. წიგნი, თოხი და იარაღი განათლების, მრეწველობისა და თავდაცვის სიმბოლოა.

დროშის ისტორია რედაქტირება

 
მოზამბიკის, პორტუგალიის კოლონიის დროშის 1966 წლის პროექტი

1966 წელს პორტუგალიელმა ვექსილოლოგმა ალმეიდა ლანგჰანსმა (Franz Paul de Almeida Langhans) თავის წიგნში - „პორტუგალიის უცხოური ტერიტორიების გერბები“ (Armorial do Ultramar Português) გამოთქვა აზრი, რომ პორტუგალიის ყველა კოლონიისთვის შექმნილიყო დროშა პორტუგალიის დროშაზე ადგილობრივი გერბის დამატებით.

1935 წელს ლანგჰანსმა მოზამბიკის დროშა წარმოადგინა. როგორც პორტუგალიის ყველა კოლონიის, მოზამბიკის დროშაც პორტუგალიის ტრადიციული დროშის საფუძველზე იყო შექმნილი და მარჯვენა, ქვედა მხარეს, გერბი ჰქონდა დამატებული. გერბი ორადაა გაყოფილი. მარცხენა მხარეს, ვერცხლისფერ ველზე - ხუთი ვერცხლის ყუთი და თითოში ხუთი ვერცხლის მონეტაა გამოსახული, მარჯვენა მხარეს კი წითელ ლენტზე ზემოდან 7 ისარი, ქვემოდან კი 7 ლურსმანია დამაგრებული. გერბის ქვედა ნაწილში ვერცხლისფერი და მწვანე ტალღებია. ეს პროექტი პორტუგალიის მთავრობამ არც კი განიხილა.[1]

 
ფრელიმოს დროშა

1962 წელს რამდენიმე ანტიკოლონიური პოლიტიკის გამტარებელმა ჯგუფმა დააარსა მოზამბიკის განმათავისუფლებელი ფრონტი (ფრელიმო) (პორტ. Frente de Libertação de Moçambique, FRELIMO) და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დაიწყო ბრძოლა. ფრელიმოს დროშა სამფეროვანი იყო. იგი შედგებოდა სამი ჰორიზონტალური, ერთი ზომის - მწვანე, შავი და ყვითელი ლენტებისგან, რომელიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ვიწრო, თეთრი ზოლებით და წითელი სამკუთხედისგან. მსგავსი დროშა ჰქონდა მოზამბიკს გარდამავალ პერიოდში, 1974 წლის სექტემბრიდან, როცა არსებობდა პორტუგალიელებისა და ფრელიმოს წევრებით დაკომპლექტებული მოზამბიკის პარიტეტული მთავრობა.

 
მოზამბიკის დროშა 1975—1983 წლებში

1975 წლის 25 ივნისს დამოუკიდებელ ქვეყანა მოზამბიკში მიიღეს ახალი დროშა, რომელიც შექმნილი იყო ფრელიმოს დროშის მიხედვით და 7 პანელისგან (4 სხვადასხვა ფერის, მწვანე, წითელი, შავი და ყვითელი ქსოვილი და მათ შორის ვიწრო 3 თეთრი ზოლი) შედგებოდა. მარჯვენა ზედა მხარეს გამოსახულია გერბი: კბილანა რომელზეც განთავსებულია წითელი, ხუთქიმიანი ვარსკვლავი და გადაშლილი წიგნი, გადაჯვარედინებული საბრძოლო იარაღითა და თოხით.

 
მოზამბიკის დროშა 1983 წლის აპრილში

1983 წლის აპრილში სახელმწიფო დროშა შეიცვალა: ახალი დროშა ფრელიმოს დროშის ჰგავდა, განსხვავება ემბლემა იყო, რომელიც ახალ დროშაზე, წითელ სამკუთხედზე იყო გამოსახული. თავის მხრივ, ემბლემაზე დიდი, ყვითელი, ხუთქიმიანი ვარსკვლავი იყო დატანილი
1983 წლის 1 მაისს მოზამბიკის თანამედროვე დროშა დამტკიცდა.

2005 წელს ახალ დროშას, გერბსა და ჰიმნზე კონკურსი გამოცხადდა. წარმოდგენილი იყო 119 საკონკურსო ნამუშევარი, რომლიდანაც საუკეთესო ვარიანტი შეირჩა, თუმცა დროშა დღემდე უცვლელი რჩება. პრესის მიხედვით, მოზამბიკის საპარლამენტო ოპოზიციამ წამოაყენა წინადადება, სახელმწიფო დროშიდან ამოეღოთ კალაშნიკოვის სურათი, რომელიც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას განასახიერებს. ამ წინადადებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.[2]

ფილმში „იარაღის მეფე“ საუბარია ამ დროშის შესახება. ფილმი ეხება მოზამბიკის ომსაც.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Mucha Ludvik, Vlajky a znaky zemi sveta.- Praha, Kartografie, 1974, s.115
  2. Wines, Michael (2005-10-07). „Symbols Are Important. So What Does a Gun Symbolize? (Published 2005)“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2021-02-23.