მოვსეს სილიკიანი (სომხ. Մովսես Սիլիկյան, რუს. Мовсес Силиков) — სომეხი გენერალი და პირველი მსოფლიო ომის ეროვნული გმირი. ჰქონდა გენერალ-მაიორის წოდება ბოლშევიკურ რევოლუციამდე.

მოვსეს სილიკიანი
Մովսես Սիլիկյան
ეროვნება სომეხი
დაბადების თარიღი 1862 წელი
დაბადების ადგილი {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1937 წლის, 10 დეკემბერი
გარდაცვალების ადგილი ერევანი, საბჭოთა კავშირი
კუთვნილება {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია (1884–1917)
სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა (1917–1920)
სამხედრო სამსახურის წლები 1884—1920
წოდება გენერალ - მაიორი
ბრძოლები/ომები სომხეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა
პირველი მსოფლიო ომი
ჯილდოები წმინდა სტანისლავის ორდენი
წმინდა გიორგის ორდენი

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

სილიკიანი დაიბადა რუსეთის იმპერიაში ელისაბეტპოლის გუბერნიაში (დღევანდელი აზერბაიჯანი). იგი წარმოშობით უდი იყო. [1][2]

დაამთავრა მოსკოვის სამხედრო გიმნაზია, ალექსანდროვის სამხედრო სკოლა და ოფიცერთა სასწავლებელი.

კარიერის დასაწყისი რედაქტირება

1884 წლიდან მსახურობდა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. თავდაპირველად იყო დივიზიის მეთაურის ადიუტანტი. პირველი მსოფლიო ომის წინ იგი ერევნის არმიის მეთაურის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა. ერევნის არმია კავკასიის არმიის ნაწილს წარმოადგენდა.

პირველი მსოფლიო ომი რედაქტირება

პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში 1915 წელს სილიკიანი სარდლობდა პოლკს ვანის ბრძოლაში. 1916 წელს მონაწილეობა მიიღო მუშის აღებისას, მუშის ბრძოლაში. დაიკავა ბითლისი და წვლილი შეიტანა ერზრუმის ბრძოლაში.

მაშინ, როდესაც მისი პოლკი ერზრუმში შევიდა, სილიკიანი დააწინაურეს და გენერლის ჩინი უბოძეს. არაერთხელ დააჯილდოვა მთავრობამ. მათ შორის მიღებული აქვს წმინდა გიორგის ორდენი. ბოლოს გენერალ-მაიორი გახდა და ამ სტატუსით ბოლშევიკურ რევოლუციამდე სარგებლობდა.

სომხეთის პირველი რესპუბლიკა რედაქტირება

სომხეთის პირველი რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ მოვსეს სილიკიანმა მოკლე დროში ჩამოაყალიბა მებრძოლი რაზმები და დიდ ბრძოლებს აწარმოებდა ჯერ ოსმალეთის იმპერიის, შემდეგ კი თურქეთის წინააღმდეგ. ამ უკანასკნელს ვლადიმერ ლენინი უმაგრებდა ზურგს. ბოლოს სომხეთის გასაბჭოებას მოჰყვა სტალინის 1937 წლის რეპრესიები. სწორედ ამ რეპრესიებს შეეწირა სილიკიანი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება