მოდესტოსი (იერუსალიმის პატრიარქი)

წმიდა მოდესტოსი -იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსი, ხსენება ძვ.სტ. - 18 დეკემბერი (ახ. სტ. - 31 დეკემბერი). დაიბადა კაბადოკიის სებასტიაში (თანამედროვე თურქეთის ქალაქი სივასი), ქრისტიანთა ოჯახში. მან სიყმაწვილიდანვე იგრძნო მისწრაფება მკაცრი, ასკეტური ცხოვრებისაკენ და , როდესაც ჟამმა უწია, ბერად აღიკვეცა. შემდგომში ნეტარი მოდესტოსი წმიდა თეოდოსი დიდის სავანის იღუმენი იყო. 614 წელს სპარსეთის მეფემ ხოსრო II-მ აიღო იერუსალიმი. დაარბია იგი, დაანგრია მართლმადიდებლური ტაძრები, დახოცა 90000-მდე ქრისტიანი. ასევე, ხელთ იგდო უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი და დაატყვევა იერუსალიმის პატრიარქი ზაქარია. ამის შემდეგ იერუსლიმის ეკლესიის განმგებლობა დროებით წმიდა მოდესტოსს დაევალა.

ნეტარმა მოდესტოსმა ალექსანდრიის პატრიარქის იოანე მოწყალის დახმარებით აღადგინა დარბეული ქრისტიანული საყდრები. მან პატივით დაკრძალა დახოცილი ბერები საბა განწმენდილის ლავრიდან. თოთხმეტი წლის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლემ, სპარსეთში წარმატებული ლაშქრობის შედეგად ტყვეობიდან გაათავისუფლა იერუსალიმის პატრიარქი ზაქარია და უფლის ცხოველმყოფელი ჯვარიც იერუსალიმში დააბრუნა. პარტიარქ ზაქარიას მიცვალების შემდგომ იერუსალიმის ეკლესიის მწყემსმთავრად წმიდა მოდესტოსი დაადგინეს. უფლის რჩეული 634 წელს მიიცვალა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • „წმიდანთა ცხოვრებანი“, წიგნი მეორე, თბილისი, 2008 წ. გვ. 543
წინამორბედი:
ზაქარია
იერუსალიმის პატრიარქი
632 - 634
შემდეგი:
სოფრონი I