მკვლელი ტალღები — რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლის გიგანტური მარტოხელა ტალღები. წარმოიქმნება ოკეანეში და ახასიათებს ზღვის ტალღების მსგავსი ხასიათი.

მკვლელი ტალღების რიცხობრივი მოდელირება

მკვლელი ტალღების ფენომენი მდგომარეობს იმაში, რომ მათ ანომალიურად დიდი აბსოლუტური სიმაღლეები ახასიაათებთ და მათი გაჩენა მიმდინარეობს მოულოდნელად.

მკვლელი ტალღების წარმოქმნა გეოლოგიურ-გეოფიზიკურ მოვლენებთან კი არ არის დაკავშირებული, არამედ სუსტ ქარებსა და ოკეანის სუსტ ღელვებთან, რასაც საბოლოოდ უდიდესი ბუნებრივი პროცესები მოჰყვება.

გარკვეული დროის განმავლობაში ბუნების აღნიშნული ფენომენი გამოგონილ მოვლენად მიიჩნეოდა. თუმცა ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შედეგად, წარმოებდა მსოფლიო ოკეანის ზედაპირის მონიტორინგი, რომელიც განხორციელდა რადარული თანამგზავრების ERS-1 და ERS-2-ის მეშვეობით (ევროპული კოსმოსური სააგენტო, ЕSА), რამაც გამოავლინა მკვლელი ტალღების ფენომენი და ასე თუ ისე ახსნა მისი ბუნება.

მკვლელი ტალღები დიდი ხნის მოვლენაა. არაერთხელ დააზიანა დიდი ლაინერები, გემები და სხვა. ნამდვილი მკვლელი ტალღები აყენებენ დიდ ზიანს საზღვაო კონსტრუქციებსაც. მკვლელი ტალღების სიმაღლე დაახლოებით 20-30 მ-ით განისაზღვრება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება