მიხეილ წინამძღვრიშვილი

მიხეილ დოროთეს ძე წინამძღვრიშვილი (დ. 10 მაისი, 1882, სურამი, ხაშურის მუნიციპალიტეტი — გ. 28 დეკემბერი, 1956, თბილისი) — ქართველი თერაპევტი, კარდიოლოგი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგე, თერაპიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კარდიოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზატორი.

მიხეილ წინამძღვრიშვილი
დაბადების სახელი მიხეილ დოროთეს ძე წინამძღვრიშვილი
დაბადების თარიღი 10 მაისი, 1882
სურამი, ხაშურის მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 28 დეკემბერი, 1956 (74 წლის)
თბილისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია თერაპევტი, კარდიოლოგი
მშობლები მამა: დოროთე წინამძღვრიშვილი

ბიოგრაფია რედაქტირება

მიხეილ დოროთეს ძე წინამძღვრიშვილი დაიბადა ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში. 1910 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. გამოჩენილი თერაპევტი-კარდიოლოგი. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „მასალები ქონდროიტინ-გოგირდმჟავას ქიმიისა და შარდში აღმოჩენის შესახებ მუცლის ტიფის დროს" (1921). პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგე, თერაპიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კარდიოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზატორი, მისი პირველი დირექტორი, პირველი ქართული სახელმძღვანელოს ავტორი შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკაში. მნიშვნელოვანია მისი შრომები გულ-სისხლძარღვთა ავადმყოფობათა შესახებ.

მიხეილ წინამძღვრიშვილი დაჯილდოებულა შრომის წითელი დროშის ორდენით, მედლით 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის და სამკერდე ნიშნით „ჯანმრთელობის დაცვის წარჩინებული“. მიხეილ წინამძღვრიშვილი — საქართველოს სსრ II-IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუატატი.

ჯილდოები რედაქტირება

  • სამკერდე ნიშნით "ჯანმრთელობის დაცვის წარჩინებული" მედლით
  • 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება