მიხეილ ყაველაშვილი

ქართველი ხალხის მოღალატე, პუტინის ექვსი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყაველაშვილი.

მიხეილ ყაველაშვილი (დ. 22 ივლისი, 1971, ბოლნისი) — ქართველი ყოფილი ფეხბურთელი და პოლიტიკოსი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი. 2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი.

მიხეილ ყაველაშვილი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მიხეილ ყაველაშვილი
დაბადების
თარიღი
22 ივლისი, 1971 (1971-07-22) (52 წლის)
დაბადების
ადგილი
ბოლნისი, საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1989–1991 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1988–1995 დინამო თბილისი 132 (80)
1994–1995   ალანია 24 (12)
1995–1997 მანჩესტერ სიტი 28 (3)
1997–1999   გრასჰოფერი 59 (20)
1999–2002 ციურიხი 81 (28)
2002–2003 ლუცერნი 25 (5)
2003–2004 სიონი 10 (6)
2004–2005 არაუ 16 (8)
2004   ალანია 7 (0)
2005–2006 ბაზელი 14 (4)
სულ 396 (166)
ეროვნული ნაკრები
1992–2002 საქართველო 46 (9)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბიოგრაფია რედაქტირება

1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, 1990 წლიდან კი მისი წარმატებული სპორტული კარიერა დაიწყო. 1988–1995 წლებში „დინამო თბილისი“, ფეხბურთელი; 1994–1995 წლებში „ალანია-ვლადიკავკაზი“, ფეხბურთელი; 1995–1997 წლებში „მანჩესტერ-სიტი“, ფეხბურთელი; 1997–1999 წლებში „გრასჰოფერი“, ფეხბურთელი; 1999–2002 წლებში „ციურიხი“, ფეხბურთელი; 2002–2003 წლებში „ლუცერნი“, ფეხბურთელი; 2003-2004 წლებში „სიონი“, ფეხბურთელი; 2004–2005 წლებში „არაუ“, ფეხბურთელი; 2004 წელს „ალანია-ვლადიკავკაზი“, ფეხბურთელი; 2005–2006 წლებში „გაზელი“, ფეხბურთელი; 2016 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი, საფეხბურთო ექსპერტი; 2009 წლიდან FiFPro, დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი. 2006 წელს მოიპოვა შვეიცარიის სამწვრთნელო განათლების C კატეგორიის ლიცენზია; 2009 წლიდან საქართველოში მსოფლიოს ფეხბურთელთა გაერთიანების (FIFPro) დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი; „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საფეხბურთო ექსპერტი და არაერთი პუბლიკაციის ავტორი; 2014 წელს შეიმუშავა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია „ტალანტების ფაბრიკა“; 2016 წელს მოიპოვა უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია.

2016–2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის სანზონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1] 2022 წლის 28 ივნისს სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად დატოვა „ქართული ოცნება“, რაც პარტიის ინფორმაციით, საჯარო ინფორმაციის საკითხზე უთანხმოებამ გამოიწვია.[2]

ტიტულები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

ინდივიდუალური რედაქტირება

  • 33 საუკეთესოთა სიაში: №1 – 1995

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება