მიხეილ მრევლიშვილი

ქართველი დრამატურგი, ეკონომისტი და მწერალი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მრევლიშვილი.

მიხეილ მრევლიშვილი (დ. 19 აგვისტო, 1904, ქ. ონი — გ. 1 მარტი, 1980) — ქართველი დრამატურგი, ეკონომისტი და მწერალი.

მიხეილ მრევლიშვილი
დაბადების თარიღი 19 აგვისტო, 1904
დაბადების ადგილი ონი
გარდაცვალების თარიღი 1 მარტი, 1980 (75 წლის)
საქმიანობა დრამატურგი, ეკონომისტი და მწერალი
ენა ქართული ენა
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დებიუტი „ინონი“ (1926)
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი და საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1930–1940 წლებში მუშაობდა მოსკოვის სამშენებლო ტრესტსა და საქართველოს „სოფლპროექტში“. 1962–1969 წლებში იყო გაზეთ „ლიტერატურნაია გრუზიას“ რედაქტორი. მისი პირველი რომანი „ინონი“ გამოქვეყნდა 1926 წელს ჟურნალ „მნათობში“. 1959–1962 წლებში იყო საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე. შვილი — სანდრო მრევლიშვილი, შვილიშვილი — მიხეილ მრევლიშვილი

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება