სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მახარაძე.

მიხეილ მახარაძე (დ. 13 ნოემბერი, 1946, სოფ. ფაჩხა, ახლანდ. ხულოს მუნიციპალიტეტი — გ. 4 ოქტომბერი, 2023) — ქართველი თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, ფილოსოფოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (2002).

მიხეილ მახარაძე
დაბადების თარიღი 13 ნოემბერი, 1946
დაბადების ადგილი ფაჩხა, ხულოს რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 4 ოქტომბერი, 2023 (76 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2004–2012 წლებში — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.

ჯილდოები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება