მიხეილ კორიბუტ ვიშნევეცკი

მიხეილ კორიბუტ ვიშნევეცკი (პოლ. Michał Korybut Wiśniowiecki, ლიეტ. Mykolas Kaributas Višnioveckis; დ. 31 მაისი, 1640 — გ. 10 ნოემბერი, 1673) — თავისი დინასტიის პირველი და უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელიც სამეფო ტახტზე ავიდა. იყო პოლონეთისა და ლიტვის მეფე 1669-1673 წლებში. იგი პრო-ჰაბსბურგული და პრო-ფრანგული პოლიტიკის გამტარებელი იყო, რისთვისაც საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ III-ის ასულ ელეანორა ავსტრიელზე იქორწინა, თუმცა შვილები არ ჰყოლია.

მიხეილ კორიბუტ ვიშნევეცკი
პოლონეთის მეფე და ლიტვის დიდი მთავარი
კორონაცია: 29 სექტემბერი, 1669, კრაკოვი
მმართ. დასაწყისი: 19 ივნისი, 1669
მმართ. დასასრული: 10 ნოემბერი, 1673
წინამორბედი: იან II კაზიმირი
მემკვიდრე: იან III სობესკი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 31 მაისი, 1640
დაბ. ადგილი: ზოლოჩევი, პოლონეთი
გარდ. თარიღი: 10 ნოემბერი, 1673, (33 წლის)
გარდ. ადგილი: ლვოვი, პოლონეთი
დაკრძ. ადგილი: 31 იანვარი, 1676, კრაკოვი
მეუღლე: ელეანორა ავსტრიელი
სრული სახელი: მიხეილ ტომაშ კორიბუტ ვიშნევეცკი
დინასტია: ვიშნევეცკები
მამა: იერემ ვიშნევეცკი
დედა: გრიზელდა კონსტანცია ზამოისკა
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ბიოგრაფია რედაქტირება

მიხეილი დაიბადა 1640 წლის 31 მაისს ზოლოჩევში. იგი იყო რუტენიის ვოივოდე იერემ ვიშნევეცკისა და მისი მეუღლის, გრიზელდა კონსტანცია ზამოისკას უფროსი ვაჟი. მამამისი იაგელონთა სამეფო დინასტიის ჩამომავალი იყო, როგორც პრინც დიმიტრი კორიბუტის ერთ-ერთი შვილთაშვილი, რომელიც თავის მხრივ ლიტვის დიდ მთავარ ოლგიერდის ვაჟი იყო.

მისი დიდი ბებია რაინა მოილანკა, რომელიც მისი დიდი ბაბუის, მიხეილ ვიშნევეცკის მეუღლე იყო, დაბადების მოლდოვის დიდი მთავრის ქალიშვილი იყო.

მას შემდეგ, რაც მამასთან ერთად გმირულად დაამარცხა კაზაკები და 1668 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს მეფე იან II კაზიმირი, მიხეილი პოლონეთის სეიმმა 1669 წლის 19 ივნისს პოლონეთ-ლიტვის მეფედ აირჩიეს. თუმცა, ზოგიერთი დიდგვაროვანი კონდეს პრინც ანრი ჟიულს აძლევდა ხმას.

საფრანგეთის მეფე ლუი XIV ჯიუტად მოითხოვდა მიხეილის ჩამოგდებას და მის ნაცვლად თავისი ბიძაშვილის, კონდეს პრინც ანრი ჟიულის გამეფებას. ამის საპირისპიროდ ჰაბსბურგებმა მხარი მიხეილს დაუჭირეს, რომლებთან კავშირის გამყარების მიზნითაც მიხეილმა 1670 წელს ცოლად შეირთო საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ III-ის ასული ელეანორა ავსტრიელი, თუმცა ქორწინება უნაყოფო და უბედური იყო. მეფე გამოუსწორებელი ალკოჰოლიკი იყო, რის გამოც იყო გამოწვეული მისი უშვილობა.

მისი ხანმოკლე მმართველობის პერიოდში პოლონეთის ხელისუფლება დეცენტრალიზდა და მთელი ძალაუფლება მაგნატების ხელში გადავიდა. იგი გარდაიცვალა 1673 წლის 10 ნოემბერს, უშვილოდ. ამის შემდეგ მეფედ პოლონელებმა იან III სობესკი დასვეს, მისი ცოლი ელეანორა კი მეორედ დაქორწინდა ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ V-ზე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Lerski Historical Dictionary of Poland, 966–1945 1996 -p654 "In the seventeenth century, members of the family held the most important posts in the Polish-Lithuanian Commonwealth,* and Michal Korybut Wisniowiecki* was elected King of Poland"
  • "Michael Wisniowiecki – biography – king of Poland". Encyclopædia Britannica. Retrieved 5 November 2015.
  • Ilona Czamańska, Wiśniowieccy. Monografia rodu, Poznań 2007, p .249,