მიშელ უელბეკი (Michel Houellebecq, ნამდვილი სახელი და გვარი მიშელ ტომა, დ. 26 თებერვალი, 1956, რეიუნიონი) — ფრანგი მწერალი. ავტორი, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში ცნობილია თავისი პროვოკატორული რომანებით.

მიშელ უელბეკი
ფრანგ. Michel Houellebecq
დაბადების თარიღი 26 თებერვალი, 1958(1958-02-26)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9](66 წლის)
დაბადების ადგილი სენ-პიერი, რეიუნიონი, საფრანგეთი[10]
ფსევდონიმი Michel Houellebecq
საქმიანობა პოეტი[11] [12] [13] , კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი, ესეისტი, რომანისტი, მსახიობი[14] [15] , ფოტოგრაფი[4] , კინოსცენარისტი[4] , მწერალი[4] და სცენარისტი
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა  საფრანგეთი[16] [17] [1]
ალმა-მატერი შაპტალის ლიცეუმი, Institut National Agronomique Paris-Grignon და ლუი ლუმიერის კოლეჯი
ჟანრი პოეზია, ესე და რომანი
Magnum opus რუკა და ტერიტორია, ბრძოლის ველის განვრცობა, ელემენტარული ნაწილაკები, კუნძულის შესაძლებლობა, პლატფორმა, მორჩილება და Anéantir
ჯილდოები International Dublin Literary Award[18] , გონკურის პრემია[19], ინტერალიეს პრემია[20] , Oswald Spengler Prize[21] , საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[22], ავსტრიის სახელმწიფო პრემია ევროპული ლიტერატურისთვის[23] , Prix de Flore[24] , Prix Décembre და Grand prix national des Lettres
საიტი michelhouellebecq.com

ბიოგრაფია რედაქტირება

მიშელ უელბეკი მთამსვლელი მამისა და ანესთეზიოლოგი დედის ოჯახში დაიბადა. იგი ჯერ ალჟირში, დედის მშობლებთან იზრდებოდა, ექვსი წლის ასაკში კი მამის დედამ აიღო მასზე მზრუნველობა. სწორედ ბებიის გვარი გამოიყენა შემდგომში მიშელმა თავის ფსევდონიმად.

ლიცეუმის დამთავრებს შემდეგ, 1975 წელს, მიშელი შედის პარი-გრინიონის ეროვნულ აგრონომიულ ინსტიტუტში. აქ იგი აარსებს ლიტერატურულ ჟურნალს “კარამაზოვი”, სადაც თავის რამდენიმე ლექსს აქვეყნებს. 1978 წელს იგი აგრონომის დიპლომს იღებს. ამის შემდეგ მიშელი სწავლას განაგრძობს ლუი ლუმიერის ეროვნულ უმაღლეს სკოლაში, კინემატოგრაფიის სექციაზე, რომელსაც წარმატებით ამთავრებს 1981 წელს. ამავე წელს იბადება მისი ვაჟი, ეტიენი. რამდენიმე წელიწადი მიშელი უმუშევარია, ამას ემატება მეუღლესთან განქორწინება, რის გამოც ძლიერი დეპრესია ეწყება.

1983 წლიდან ინფორმატიკოსის კარიერას იწყებს, შემდეგ, სამი წლის მანძილზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს. ამ პერიოდს აღწერს იგი თავის რომანში ბრძოლის ველის განვრცობა. 1991 წელს გამოდის მიშელ უელბეკის ორი პოეტური კრებული, რომლებსაც არანაირი წარმატება არ მოჰყვება.

პირველი რომანი, ბრძოლის ველის განვრცობა, რომელიც თავიდან ბევრმა გამომცემელმა დაიწუნა, 1994 წელს გამოიცა და უდიდესი წარმატება ჰხვდა წილად, განსაკუთრებით ახალ თაობაში. 1999 წელს საფრანგეთში, ფილიპ ჰარელის მიერ რომანი ფილმად იქნა გადაღებული, ხოლო 2000 წელს დანიაში ჟან ალბინუსმა მისი სატელევიზიო დადგმა განახორციელა.

უელბეკის მომდევნო რომანმა, ელემენტარული ნაწილაკები, დიდი სკანდალი გამოიწვია. ნაწარმოებში გატარებული “საეჭვო აზრების” გამო უელბეკი გარიცხულ იქნა პერპენდიკულართა წრიდან. თუმცა ამ აურზაურმა უელბეკის პოპულარობა უფრო გააძლიერა. რომანი დაჯილდოვებულ იქნა ნოემბრის პრემიით.

2005 წელს გამოდის უელბეკის ახალი რომანი, კუნძულის შესაძლებლობა და ინტერალიეს პრემიას იღებს.

უელბეკს ჩაწერილი აქვს სიმღერების ალბომიც, ადამიანური არსებობა და არის ესეების ავტორიც.

2002 წლის 17 სექტემბერს ჟურნალში Lire გამოქვეყნებული მისი ინტერვიუს გამო რამდენიმე ისლამურმა საზოგადოებამ და მათ შორის პარიზის მეჩეთის წინამძღოლმა უელბეკი დაადანაშაულა ისლამოფობიასა და რასიზმში. მართალია, პარიზის ინტელექტუალური საზოგადოების თანადგომისა და მისი პირადი ადვოკატის წყალობით მწერალს ბრალი მოეხსნა, მაგრამ ამ ფაქტის შემდეგ უელბეკმა დატოვა საფრანგეთი და ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს.

ნაწარმოებები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 LIBRIS — 2012.
  2. Discogs — 2000.
  3. The Encyclopedia of Science Fiction / P. Nicholls, J. Clute, D. Langford
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Czech National Authority Database
  5. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  6. The Fine Art Archive — 2003.
  7. CONOR.SR
  8. datos.bne.es: El portal de datos bibliográficos de la Biblioteca Nacional de España — 2011.
  9. Encyclopædia UniversalisEncyclopædia Britannica.
  10. Deutsche Nationalbibliothek Record #121383261 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  11. http://books.google.com/books/about/Atomised.html?id=JyDIOHRye04C
  12. http://www.gettyimages.com/detail/news-photo/portrait-of-michel-houellebecq-award-winning-french-author-news-photo/167949620
  13. http://www.ingentaconnect.com/content/bloomsbury/jap/2014/00000001/00000001/art00005?crawler=true
  14. http://www.cambridgefilmfestival.org.uk/assets/documents/Cambridge_News_-_Director_interview_-_Guillaume_Nicloux_on_Cambridge_Film_Festival_Festival_Gala_night_film_The_Kidnapping_of_Michel_Houellebecq.pdf
  15. http://www.cambridge-news.co.uk/Director-interview-Guillaume-Nicloux-Cambridge-Film-Festival-Gala-night-film-Kidnapping-Michel-Houellebecq/story-22822001-detail/story.html
  16. http://www.bbc.co.uk/news/world-europe-11728044
  17. http://www.nytimes.com/2006/07/09/fashion/09vows.html
  18. https://dublinliteraryaward.ie/book-category/previous-winners/2002-previous-winners/
  19. https://www.theguardian.com/books/2010/nov/08/michel-houellebecq-prix-goncourt
  20. https://www.la-croix.com/Semaine-en-images/Michel-Houellebecq-decroche-le-prix-Interallie-2005-_NG_-2005-11-08-511262
  21. https://www.oswaldspenglersociety.com/conference
  22. https://www.bbc.com/news/world-europe-47973357
  23. https://www.kunstkultur.bka.gv.at/staatspreis-fur-europaische-literatur
  24. http://prixflore.fr/prixdeflore/
  25. 25.0 25.1 25.2 25.3 25.4 25.5 25.6 25.7 https://france-amerique.com/michel-houellebecq-the-writer-behind-the-phenomenon/