მიქაელ პანარეტოსი

მიქაელ პანარეტოსიტრაპიზონელი ისტორიკოსი და სახელმწიფო მოხელე.

ბიოგრაფია რედაქტირება

იყო მაღალი რანგის მოხელე ტრაპიზონის იმპერატორის, ალექსი III კომნენოსის კარზე. ჰქონდა პროტოსევასტოსის და პროტონოტარის წოდებები. XIV საუკუნის მეორე ნახევარში იგი მონაწილეობდა ტრაპიზონის იმპერიის სამხედრო და დიპლომატიურ საქმეში. 1356 წელს ახლდა მას თურქებთან ბრძოლაში, 1361 წელს კი ხალიბიაში. 1363 წელს იგი ტრაპიზონის ელჩობასთან ერთად ეწვია კონსტანტინოპოლს, რათა მოეგვარებინა დინასტიური ქორწინების საკითხი კეისარ იოანე V პალეოლოგოსის ერთ-ერთ ვაჟსა და ალექსი კომნენოსის ქალიშვილს შორის. სამეფო კარის წევრებს ახლდა საქართველოს სამეფოში. 1368 წელს გარდაეცვალა ერთი, მოგვიანებით კი მეორე შვილი.

ავტორია „ტრაპიზონის ქრონიკისა“, რომელიც მოიცავს 1204-1390 წლების ამბებს. უცნობია, რა წყაროებს იყენებდა ძველი ამბების აღსაწერად, მისი თანადროული ამბები კი აღწერილი აქვს, როგორც თვითმხილველს. „ტრაპიზონის ქრონიკა“ ძვირფასი წყაროა ტრაპიზონის იმპერიის შესწავლისთვის. „ტრაპიზონის ქრონიკა“ ჩვენამდე ერთადერთი, XV საუკუნის ხელნაწერითაა მოღწეული.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ყაუხჩიშვილი, ს., მიქელ პანარეტოსი // ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. VII, თბილისი: მეცნიერება, 1967. — გვ. 161-223.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია: