მიქაელ არუთინიანი

მიქაელ არუთინიანი (სომხ. Միքաել Հարությունյան დ. 10 თებერვალი, 1946) — სომხეთის მე-7 თავდაცვის მინისტრი 2007 წლის 4 აპრილიდან 2008 წლის 14 აპრილამდე[1]. 2008 წლის 14 აპრილიდან იგი მსახურობს სამხედრო ინსპექტორად და სომხეთის პრეზიდენტის მრჩევლად.

მიქაელ არუთინიანი
სომხეთის თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 აპრილი, 2007 – 14 აპრილი, 2008
პრეზიდენტი  რობერტ ქოჩარიანი
წინამორბედისერჟ სარქისიანი
მემკვიდრესეირან ოჰანიანი

დაბადებული10 თებერვალი, 1946
საგიანი, შამახი, აზერბაიჯანის სსრ, საბჭოთა კავშირი.
ეროვნებასომეხი
პოლიტიკური პარტიადამოუკიდებელი

ბიოგრაფია რედაქტირება

არუთინიანი დაიბადა 1946 წლის 10 თებერვალს სოფელ საგიანში, აზერბაიჯანის სსრ. 1967 წელს, მან დაამთავრა საბჭოთა სამხედრო კოლეჯი ბაქოში. 1967 წლიდან, იგი მსახურობდა საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში, საბჭოთა არმიის ბრიგადებში, ხოლო 1971 წლიდან - სადაზვერვო მეთაურად. 1988-1991 წლებში, მიქაელ არუთინიანი სამხედრო აკადემიის ლექტორი იყო. 1992 წელს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ბრძანებით, გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მეთაური, მიქაელ არუთინიანი გაგზავნილ იქნა სომხეთის რესპუბლიკაში სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოადგილედ. 1994 წელს მან დაიკავა სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა, 1996 წლიდან იგი გენერალ-ლეიტენანტია, ხოლო 2002 წლიდან - გენერალ-პოლკოვნიკი[2][3].

2007 წლის 26 მარტს[4] , სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, სერჟ სარქისიანმა, ანდრანიკ მარგარიანის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა. ამრიგად, თავდაცვის მინისტრის პოსტი ვაკანტური იყო იქამდე, ვიდრე მიქაელ არუთინიანმა არ დაიკავა იგი 2007 წლის 4 აპრილს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება