მირონი (რუმინეთის პატრიარქი)

პატრიარქი მირონი (რუმ. Patriarhul Miron, ერისკაცობაში ელიე კრისტია, რუმ. Elie Cristea; დ. 20 ივლისი, 1868, ტოპლიცა, ავსტრია-უნგრეთი — გ. 6 მარტი, 1939, კანი, საფრანგეთი) — რუმინეთის სახელმწიფო და რელიგიური მოღვაწე, სრულიად რუმინეთის პატრიარქი (1925-1939 წწ.) და პრემიერ-მინისტრი (1938-1939 წწ.).

მირონ კრისტია
მირონ კრისტია
უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ბუქარესტისა, მიტროპოლიტი უნგრო-ვლახეთისა და პატრიარქი სრულიად რუმინეთისა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ნოემბერი, 1925 – 6 მარტი, 1939
წინამორბედიდაარსდა თანამდებობა
მემკვიდრენიკოდიმი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 თებერვალი, 1938 – 6 მარტი, 1939
წინამორბედიოქტავიან გოგა
მემკვიდრეარმანდ კელინესკუ

დაბადებული20 ივლისი, 1868
ტოპლიცა, ავსტრია-უნგრეთი
გარდაცვლილი6 მარტი, 1939
კანი, საფრანგეთი
პროფესიაპოლიტიკოსი
საქმიანობაეპისკოპოსი
რელიგიამართლმადიდებლობა

1925 წელს რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კრებამ გამოაცხადა პატრიარქად. 1938 წელს ქვეყანაში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე, იგი პრემიერ-მინისტრად დანიშნეს. იგი მხარს უჭერდა დიდი რუმინეთის შექმნას. არარუმინელი ხალხის მიმართ ატარებდა დისკრიმინაციის პოლიტიკას[1], 200 ათას ებრაელს ჩამოართვა მოქალაქეობა[2].

გარდაიცვალა 1939 წლის 6 მარტს კანში, დაკრძალულია ბუქარესტის საკათედრო ტაძარში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება