მირი (ორბიტული სადგური)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მირი (მრავალმნიშვნელოვანი).

მირი (რუს. Мир) იყო მეტად წარმატებული საბჭოთა (შემდეგ რუსული) ორბიტული სადგური. ის იყო პირველი მუდმივადმოქმედი სადგური, რომელიც განკუთვნილი იყო ხანგრძლივი ექსპერიმენტების ჩასატარებლად კოსმოსში. სადგურზე ტარდებოდა საერთაშორისო ექსპერიმენტები სხვადასსხვა ქვეყნის კოსმონავტების მონაწილეობით. მირი ორბიტაზე ეწყობოდა რამდენიმე მოდულის შეერთებით, რომლებსაც კოსმოსში უშვებდნენ 1986-1996 წლებში. სადგურმა იარსება 2001 წლის 23 მარტამდე, როდესაც ის ორბიტიდან დაეშვა სამუხრუჭე ძრავის ჩართვის შედეგად და ატმოსფეროს მკვრივ ფენებში დაიწვა (ცალკეული ნაწილები წყნარ ოკეანეში ჩამოვარდა).

მირის პროგრამა

ისტორია რედაქტირება

მირის ისტორია იწყება 1976 წელს. როდესაც დაიწყო გრძელვადიანი ორბიტული სადგურის პროექტზე მუშაობა. 1984 წელს პროექტის დასრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თუმცა სკკპ XXVII ყრილობაზე მაინც დაამტკიცეს პროექტი და 1986 წლის თებერვალში მირი ღია კოსმოსში გავიდა.

1995 წლიდან სადგურზე დაიწყო საერთაშორისო ექსპედიციები.

2001 წლის 23 მარტს მირი ორბიტიდან მოიხსნა. მისი ნაწილები ჩაიძირა წყნარი ოკეანის სამხრეთით. ფიჯის კუნძულებთან ახლოს.


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.