მირიან წიკლაური (დ. 12 იანვარი, 1960, სოფ. ცდო, ყაზბეგის რაიონი) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი.

მირიან წიკლაური
დაბადების თარიღი 12 იანვარი, 1960 (1960-01-12) (64 წლის)
დაბადების ადგილი სოფ. ცდო, ყაზბეგის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1986-1990 წლებში იყო ყაზბეგის რაიონის საავადმყოფოს ექიმი ნევროლოგი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1993-2000 წლებში მუშაობდა ყაზბეგის რაიონის საავადმყოფოს ნევროლოგად. 2000-2007 წლებში იყო მედია-კლუბ „ჯორჯიას“ ექიმი. 2007-2012 წლებში კი აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის კლინიკის ექიმი ნევროლოგი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ყაზბეგის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო („ქართული ოცნება“), სადაც ხმათა 69,16% მიიღო (2391 ხმა) და პირველი ადგილი დაიკავა.[1] 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება