მირაჟი (ფრანგ. mirage) — ოპტიკური მოვლენა ატმოსფეროში, რომლის დროსაც შორს მყოფ საგანთან ერთად განცალკევებით ჩანს მისი მოჩვენებითი გამოსახულება; თუ საგანი ჰორიზონტის მიღმაა, მაშინ ჩანს მხოლოდ მისი მოჩვენებითი გამოსახულება.

მირაჟი მოჰავეს უდაბნოში

მირაჟი შეიძლება იყოს საგნის ქვევით (ქვემო მირაჟი), ზევით (ზემო მირაჟი) და მის გვერდით (გვერდითი მირაჟი).

მირაჟი აიხსნება საგნიდან წამოსული სინათლის სხივების გამრუდებით, რასაც იწვევს სინათლის გარდატეხის მაჩვენებლების ანომალური განაწილება ატმოსფეროში ჰაერის ტემპერატურის (ე.ი. სიმკვრივის) სხვადასხვაობის გამო.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება