მინიატურული ბულტერიერი

მინიატურული ბულტერიერი (ინგლ. Miniature Bull Terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნეში.

მინიატურული ბულტერიერი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა 11-15 კგ.
სიმაღლე 25-35 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

როდესაც დაიწყო მსხვილი მებრძოლი ბულტერიერების გეგმაზომიერი გამრავლება, ზოგმა გადაწყვიტა, საპირისპირო შედეგის მიღება. სწორედ ასე გაჩნდა მინიატურული ბულტერიერი - სტანდარტული ბულტერიერის შემცირებული ვარიანტი, რომელსაც არც თუ ისე მინიატურული გაბარიტები აქვს. მინიატურული ბული სათავეს ერთ-ერთი სტანდარტული ბულტერიერის პატარა ლეკვებიდან იღებს, რომლებიც 1930 წელს გაჩნდნენ. შემდგომში ისინი შეაჯვარეს იმ ძაღლებთან, რომლებიც ცოცხლები დარჩნენ. 4-5 კილოგრამზე ნაკლები ჯუჯა ბულტერიერების შექმნის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ.

მინი ბული სტანდარტულისგან განსხვავდება უფრო მეტი "ტერიერის" ხასიათით და ზოგჯერ იქცევა როგორც "დამნაშავე, რომელსაც გაღიზიანების მოულოდნელი აფეთქებები ახასიათებს". ის ვერ იტანს, როდესაც მას ბავშვები აწვალებენ, ამიტომ მისი ბავშვებთან მარტო დატოვება არ შეიძლება. მინი ბული ცუდი მოდარაჯე არ არის და მცირე ზომების გამო კარგად ეგუება ქალაის ბინას. მის ბალანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს თეთრი, მოყვითალო-ყავისფერი, ჟღალი, სამფერი (შავი, ჟღალი, თეთრი), მუქი-ვეფხვისებრი. აქვს დაცქვეტილი დიდი ყურები, ძლიერი თეძოები და დაკუნთული ფეხები, წინიდან შეხედვისას მკერდი განსაკუთრებით ფართო ჩანს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება