მინარეთი (არაბ. منارة [manara] — „შუქურა“) — ისლამურ არქიტექტურაში კოშკი მეჩეთთან, რომლიდანაც მუეძინი მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდებს. იგი ან აღმართულია განცალკევებით ან ჩართულია მეჩეთის შენობაში. ეგვიპტის, ერაყის, ირანისა და ცენტრალურ და შუა აზიის ქვეყნებში აგებდნენ მაღალ, ზომოთ შევიწროვებულ მრგავლ ან მრავალწახნახა მინარეთებს. გეგმით კვადრატულ მინარეთებს აგებდნენ სირიასა და ჩრდილო აფრიკის ქვეყნებში. თურქეთის მინარეთი წვეტით დასრულებული მრავალწახნაგოვანი წვრილი ნაგებობაა.

მინარეთი

ლიტერატურა რედაქტირება