მილი (ინგლ. mile<ლათ. milia passuum — ათასი ორმაგი რომაული ნაბიჯის) — სიგრძის საზომი ერთეული, რომელიც გავრცელდა ერთეულთა ნაციონალურ არამეტრულ სისტემებში და რომელსაც ახლა უმთავრესად საზღვაო საქმეში იყენებენ. მრავალ ქვეყანაში იყენებენ საზღვაო მილს, რომელიც საერთაშორისო ჰიდროგრაფიული კონფერენციის თანახმად (1929) უდრის 1,852 კმ - მერიდიანის 1’-იანი რკალის საშუალო სიგრძეს. 1მილი (საზღვაო) = 10 კაბელტოვს.

მილის სიგრძე მერყეობს სხვადასხვა ქვეყანაში 0,59 კმ-დან (ეგვიპტე) 11,2 კმ-მდე (ძველჩეხური მილი).

  • დიდ ბრიტანეთში 1 საზღვაო მილი = 1,853184 კმ
  • 1 სახმელეთო საწესდებო მილი = 1,609344 კმ (იყენებენ აშშ-შიც)
  • გეოგრაფიული მილი (გერმანული) = 1/15° ეკვატორისა = 7,4204 კმ
  • ძველი რუსული მილი = 7 ვერსტს = 7,46760 კმ
  • ძველი რომაული მილი = 1,698 კმ (ზოგიერთი მონაცემებით 1,481 კმ)
  • ბრიტანულ-ამერიკული: 1 მილი = 8 ფარლონგს = 1,6093 კმ
  • საზღვაო: 1 მილი = 1,852 კმ

ლიტერატურა რედაქტირება