მილეროვო (რუს. Миллерово) — რაიონული დაქვემდებარების ქალაქი რუსეთში, როსტოვის ოლქში. მილეროვოს რაიონისა და მილეროვოს საქალაქო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი. დაარსდა 1786 წელს, ქალაქის სტატუსი მიიღო - 1926 წელს. ქალაქის მოსახლეობა 2016 წლის მონაცემებით შეადგენს 35 600 კაცს.

ქალაქი
მილეროვო
Миллерово
გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რეგიონი როსტოვის ოლქი
კოორდინატები 48°55′00″ ჩ. გ. 40°24′00″ ა. გ. / 48.91667° ჩ. გ. 40.40000° ა. გ. / 48.91667; 40.40000
დაარსდა 1786
ადრეული სახელები მილეროვ-გლუბოკინსკი
ამჟამინდელი სტატუსი 1926
ფართობი 51 კმ²
ცენტრის სიმაღლე 131
მოსახლეობა 35 600 კაცი (2016)
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 86385
საფოსტო ინდექსი 346130
ოფიციალური საიტი millerovo.name
მილეროვო — რუსეთი
მილეროვო
მილეროვო — როსტოვის ოლქი
მილეროვო

გეოგრაფია რედაქტირება

მილეროვო როსტოვის ოლქის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ქალაქია[1], მდებარეობს დონ-დონეცკის დაბლობის ფარგლებში, მდინარე გლუბოკაიას (ჩრდილოეთის დონეცის მარცხენა შენაკადი) დინებს ზემოწელში. ზღვის დონიდან 131 მეტრზე[2]. ქალაქის დიდი ნაწილი მდებარეობს მდინარე გლუბოკაიას მარცხენა სანაპიროზე[3].

საავტომობილო გზით დონის როსტოვამდე დაშორებაა 210 კმ. უახლოეს ქალაქ კამენსკ-შახტინსკამდე კი 81 კმ[4].

მილეროვოს ერიტორია არის ტენიანი კონტინენტური კლიმატის სარტყელში ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 481 მმ[2].

ისტორია რედაქტირება

ქალაქი მილეროვო დაარსდა 1786 წელს, როგორც ხუტორი და ეწოდა არმიის სერჟანტ ივან მილერის სახელი, რომელმაც 1786 წლის 14 თებერვალს ეკატერინე II-ის ბრძანებით მიიღო ცარიელი მიწის ნაკვეთი მდინარე გლუბოკაიას ნაპირზე[5]. ხუტორი შედიოდა დონის ოლქის შემადგენლობაში[6].

1835 წელს დონის ოლქის მიწა დაიყო შვიდ ადმინისტრაციულ ერთეულად[7]. ხუტორი მილეროვო შევიდა დონეცკის ოლქში.

XIX საუკუნის ბოლოს მილეროვოზე გავიდა სამხრეთ-აღმოსავლეთის რკინიგზა, ხუტორი გახდა მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძი ეკატერინინის რკინიგზის ხაზზე. აქ ინახავდნენ და გადაამუშავებდნენ სოფლის მეურნეობის პროდუქციის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც იგზავნებოდა ზემო დონიდან და უკრაინიდან რუსეთის ცენტრალურ გუბერნიებში გასაგზავნად. დასახლებაში ააგეს წისქვილი, ხორცკომბიანტი[6]. 1903 წელს ააშენეს მილეროვოში პირველი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რომელიც არ შემონახულა)[8].

სამოქალაქო ომის პერიოდში მილეროვოს რაიონში მიმდინარეობდა სასტიკი ბრძოლები. 1919 წელს მილეროვო გახდა კაზაკების ანტიბოლშევიკური აჯანყების ცენტრი. ქალაქიში საბჭოტა ხელისუფლება დამყარდა 1920 წელს.

1920-იან წლებში დაიწყო ქალაქის კეთილმოწყობა. 1926 წელს კი მიიღო ქალაქის სტატუსი[6].

1933-1934 წლებში მილეროვო იყო ჩრდილოეთის ოლქის ადმინისტრაციული ერთეული. 1942 წლის 16 ივლისიდან ქალაქი გერმანელების მიერაა ოკუპირებული[9]. ქალაქი გაათავისუფლეს 1943 წლის 17 იანვარს.

განათლება რედაქტირება

ქალაქში არის ხუთი საშუალო სკოლა, ერთი ლიცეუმი და ერთიც გიმნაზია. ორი ტექნიკუმი: სოფლის მეურნეობის და კაზაკი კადეტების პროფესიონალური კოლეჯი. ქალაქში ფუნქციონირებს როსტოვის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის ფილიალი.

ღირსშესანიშნაობა რედაქტირება

  • მილეროვოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1967 წელს ქალაქ მილეროვოში, როსტოვის ოლქის მილეროვოს რაიონის სახალხო დეპუტატთა კრების დადგენილებით დაარსდა საბრძოლო დიდების მუზეუმი, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. 1993 წელს შენობისათვის გამოიყო 300 მ² ფართობი ახალი მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზებისათვის. თანამედროვე ეტაპზე მუზეუმს აქვს ხუთი საგამოფენო დარბაზი[10]. მუზეუმის ექსპოზიციაში თავმოყრილია უნიკალური ექსპონატების დიდი რაოდენობა, რომელიც მოგვითხრობს ქალაქის ცხოვრებაზე და მისი განვითარების ისტორიის შესახებ და სხვადასხვა ეპოქაში ადგილობრივი მაცხოვრებლების ცხოვრების წესის შესახებ[11][12]. 2013 წლის მონაცემებით მუზეუმის ფონდებში დაცული იყო 2 400 ერთეული ექსპონატი[13].
  • მილეროვოს მილიციის მუზეუმი, მდებარეობს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახლოს[14].
  • შოლოხოვის სახლი, სადაც 1928-1935 წლებში ცხოვრობდა მიხეილ შოლოხოვი. ამ სახლში მწერალმა დაწერ წყნარი დონის მესამე ტომი.
  • ქალაქის დამაარსებლის ივან მილერის ძეგლი[15].
  • მიხეილ შოლოხოვის ძეგლი (2007)[16].
  • წარმოშობით მილეროვოელი საბჭოთა კავშირის გმირების ძეგლი[17].
  • მილეროვოს პანტელეიმონ მკურნალის ეკლესია[18], რომლის ისტორიაც იწყება 1998 წლიდან, როდესაც როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა პანტელეიმონმა დალოცა მისი გახსნა. მრევლის დაბადების თარიღი გახდა ამავე წლის 9 აგვისტო, როდესაც ეკლესიაში პირველად აღევლინა საღვთო ლიტურგია. ასევე 1998 წელს პანტელეიმონ მკურნალის ეკლესიასთან დაარსდა საკვირაო სკოლა[19]. ტაძრის წმინდანის, პანტელეიმონ მკურნალის სახელზე დაწერილი მთავარი ხატი შეიცავს მის წმინდა ნაწილს. ეკლესიაში ასევე ინახება ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის, ფილარეტ მოსკოველის, წმინდა თეოფანესა და სხვა წმინდანთა წმინდა ნაწილები[20].
  • ქალაქში ასევე მდებარეობდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია. ოქტომბრის რევოლუციას, სამოქალაქო ომსა და სამამულო ომს გადარჩენილი ეკლესია 1950-იან წლებში, რელიგიური დევნის პერიოდში, დაანგრიეს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Краснознамённый Киевский. Очерки истории Краснознамённого Киевского военного округа (1919—1979). Издание второе, исправленное и дополненное. Киев, издательство политической литературы Украины, 1979.
  • Военный энциклопедический словарь. М., Военное издательство, 1984.
  • Справочник «Освобождение городов: Справочник по освобождению городов в период Великой Отечественной войны 1941—1945». М. Л. Дударенко, Ю. Г. Перечнев, В. Т. Елисеев и др. М.: Воениздат, 1985. 598 с.
  • Исаев А. В. От Дубно до Ростова. — М.: АСТ; Транзиткнига, 2004.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. История города | город Миллерово. RU
  2. 2.0 2.1 Климат: Миллерово - Климатический график, График температуры, Климатическая таблица - Climate-Data.org
  3. Карты Генштаба M-37 (Г) 1:100000. Ростовская область. Луганская область Украины.
  4. Расстояния между населёнными пунктами приведены по сервису Яндекс.Карты
  5. Краткая историческая справка по г. Миллерово — Миллерово. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2021-01-15.
  6. 6.0 6.1 6.2 Исторические сведения г. Миллерово. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2021-01-15.
  7. Справочные материалы об изменениях внутренних и внешних границ губерний Европейской России (1775–1897 гг.). Область Войска Донского. www.nlr.ru. ციტირების თარიღი: 2015-10-24.
  8. Миллерово. Церковь Николая Чудотворца.
  9. Справочник «Освобождение городов: Справочник по освобождению городов в период Великой Отечественной войны 1941—1945». М. Л. Дударенко, Ю. Г. Перечнев, В. Т. Елисеев и др. М.: Воениздат, 1985. 598 с.
  10. Международный день музея
  11. Миллеровский краеведческий музей
  12. Реестр музеев Ростовской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-26. ციტირების თარიღი: 2017-08-21.
  13. Приказ Минкультуры России от 04.09.2013 № 1291 «О передаче в безвозмездное пользование музейных предметов, входящих в состав государственной части Музейного фонда Российской Федерации и находящихся в федеральной собственности, муниципальному бюджетному учреждению „Миллеровский краеведческий музей“ (Ростовская область)». დაარქივებულია ორიგინალიდან — 27.02.2017. ციტირების თარიღი: 21.08.2017.
  14. Открытие музея милиции в Миллерово
  15. Миллерово, город
  16. Памятник Михаилу Шолохову. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-13. ციტირების თარიღი: 2017-08-21.
  17. Достопримечательности Миллерово
  18. Храм Святого Великомученика и Целителя Пантелеимона
  19. История прихода. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-19. ციტირების თარიღი: 2017-08-21.
  20. Святыни храма. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-22. ციტირების თარიღი: 2017-08-21.