მიკროკონსოლივიდეო თამაშების კონსოლის სახეობა. მიკროკონსოლთა უმეტესობა არის დაბალბიუჯეტიანი Android-ზე დაფუძნებული მოწყობილობა, რომელიც უერთდება სტანდარტულ ტელევიზორს, ხოლო თამაშის გადმოწერა შესაძლებელია Google Play-ის მსგავსი აპლიკაციების მაღაზიებიდან.

პირველი მიკროკონსოლი სახელწოდებით „MicroConsole TV Adapter“ შეიმუშავა ღრუბლოვანი სათამაშო სერვისების პროვაიდერმა OnLive-მა 2010 წელს. ფართო საზოგადოების დაინტერესება მიკროკონსოლებისადმი გამოიწვია სათამაშო მოწყობილობა OUYA-ს გამოსვლამ,[1][2] რამაც ხელი შეუწყო მობილური თამაშების ინდუსტრიის ზრდას.[3][4] ამას მოჰყვა რამდენიმე კონსოლის გამოშვება, მათ შორის — PlayStation TV (2013), Amazon Fire TV (2014), Nvidia Shield (2015), Apple TV (მე-4 თაობა, 2015) და სხვა.

გალერეა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Gilbert, Ben. OUYA developers sound off: successes and failures of the dev kit, one month out. Engadget. AOL Tech (1 თებერვალი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — =8 ივნისი, 2013. ციტირების თარიღი: 7 ივნისი, 2013.
  2. Hollister, Sean. Nvidia's Project Shield: right on time. The Verge. Vox Media (10 იანვარი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივნისი, 2013. ციტირების თარიღი: =7 ივნისი, 2013.
  3. Griffiths, Daniel Nye. OUYA Closes $15 Million Round, Sets Up Microconsole Showdown. Forbes (9 ივნისი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივნისი, 2013. ციტირების თარიღი: 7 ივნისი, 2013.
  4. McElroy, Griffin. Guitar Hero co-creator developing virtual gaming console for smartphones and TVs. Polygon. Vox Media (6 ნოემბერი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივნისი, 2013. ციტირების თარიღი: 8 ივნისი, 2013.