მიკოლაივი

ქალაქი უკრაინაში

მიკოლაივი, ნიკოლაევი (უკრ. Миколаїв) — ერთ-ერთი მთავარი ქალაქი სამხრეთ უკრაინაში. მდებარეობს მდინარეების სამხრეთი ბუგისა და ინგულის შესაყართან, მდ. ინგულის ლიმანის ნაპირზე. მიკოლაივის ოლქის ცენტრი. ქალაქის ადგილმდებარეობამ განაპირობა მისი ინფრასტრუქტურა და განვითარების მიმართულება. რუსეთის იმპერიაში მიკოლაივი იყო პირველი ადგილი შავ ზღვაზე, სადაც ჩაეყარა გემთმშენებლობას საფუძველი. საბჭოთა კავშირის დროს იგი დახურული ქალაქი იყო, რადგან მიკოლაივში მდებარეობდა უდიდესი და უძლიერესი საიდუმლო სტრატეგიული საწარმოები (ისინი ეხლაც არსებობენ და შეინარჩუნეს თავიანთი ინფრასტრუქტურა თუმცა დაკარგეს სიმძლავრეები), მათ შორისაა: 61 კომუნარის სახელობის გემთმშენებელი სახელმწიფო ქარხანა (1788) (აქაა აშენებული რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბოლო ფლაგმანი სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ ), შავი ზღვის გემთმშენებელი ქარხანა (1897) ერთ-ერთი უდიდესი ქარხანა ევროპაში (აქ აშენებდნენ საბჭოთა ავიამზიდებს), გემთმშენებელი ქარხანა ოკეანე (1951), ზორია — მაშპროექტი სამხრეთ ტურბინამშენი ქარხანა, ერთ-ერთი უძლიერესი და მოწინავე ტექნოლოგიებით. ალუმინის ნედლეულის გადამამუშავებელი ქარხანა. ქალაქში არის 4 პორტი: სამდინარო პორტი, მიკოლაივის საზღვაო სავაჭრო პორტი, პორტი „ოკტიაბრსკოე“ (ეგრეთ წოდებული სამხედრო პორტი) და პორტი „ნიკა ტერა“ ერთადერთი კერძო პორტი უკრაინაში. აქ განვითარებულია მძიმე და მსუბუქი, კვების მრეწველობა ასევე ძლიერ განვითარებულია სოფლის მეურნეობა (ოლქში), კულტურა, არსებობს რამდენიმე უნივერსიტეტი და მრავალი უმაღლესი სასწავლებელი. მიკოლაივიდან არიან შემდეგი ცნობილი ადამიანები: იგორ კრუტოი, ალექსანდრე სეროვი. მიკოლაივის გემთმშენებლობის ინსტიტუტი დაამთავრეს ვალერი და კონსტანტინე მელაძეებმა. ქალაქის პატივსაცემად ასტეროიდს მიენიჭა მისი სახელი, რომელიც აღმოჩენილი იქნა ყირიმის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მიერ.

ქალაქი
მიკოლაივი
Миколаїв
დროშა გერბი

ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ოლქი მიკოლაივის ოლქი
შიდა დაყოფა Q4183185?, Q4258379?, Korabel'nyy Raion და Central District
კოორდინატები 46°58′00″ ჩ. გ. 32°00′00″ ა. გ. / 46.96667° ჩ. გ. 32.00000° ა. გ. / 46.96667; 32.00000
ქალაქის მეთაური ოლექსანდრ სენკევიჩი
დაარსდა 1789
ამჟამინდელი სტატუსი 1789
ფართობი 259.83 კმ²
ცენტრის სიმაღლე 53 მეტრი
მოსახლეობა 505,900 კაცი
სიმჭიდროვე 1,959 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +380 512
საფოსტო ინდექსი 54000
საავტომობილო კოდი BE და НЕ / 15
ოფიციალური საიტი mykolayiv.osp-ua.info
მიკოლაივი — უკრაინა
მიკოლაივი

დასახელება რედაქტირება

ქალაქი ამ სახელწოდებით პირველად ნახსენებია 1789 წელს, პოლკოვნიკ მიხეილ ფალეევის № 1065 ორდერში.

ფაბეროვის აგარაკს დაერქვას სპასკოე, ხოლო ვიტოვკს — ბოგოიავლენსკოე, ახალ აღმართულ ვერფს ინგულზე - ქალაქი მიკოლაივი…

ქალაქმა სახელწოდება მიიღო 1788 წელს რუსეთის ჯარის გამარჯვების აღსანიშნავად - როდესაც წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღებულ იქნა თურქული ციხე-სიმაგრე ოჩაკოვი.

მიკოლაივში პირველი ხომალდი, 46 ზარბაზნიანი ფრეგატი, წყალში ჩაშვებული იქნა 1789 წელს და მასაც წმინდა ნიკოლოზის სახელი მიენიჭა. ამით საფუძველი ჩაეყარა დიდი იალქნებიანი ხომალდების აგებას მიკოლაივში და საერთოდ გემთმშენებლობას ამ ქალაქში.

1920-იან წლებში გუბერნიის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ქალაქის სახელის შეცვლისა და უწოდეს – ვერნოლენინსკი, თუმცა მთავრობის მიერ არ იქნა დამტკიცებული. მიუხედავად ამისა, გერმანულ ენციკლოპედიურ ლექსიკონებში და რუკებზე (1927 და 1932 წწ.) ქალაქი მოხსენიებულია როგორც - ვერნოლენინსკი.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

საცხოვრებო მასივები და სხვა ადგილები რედაქტირება

მოსახლეობა რედაქტირება

წელი მოსახლეობის რაოდენობა
1897 92 000[1][2]
1911 105 000[3]
წელი მოსახლეობის რაოდენობა
1926 104 909[2]
1959 226 000[2]
წელი მოსახლეობის რაოდენობა
1964 272 000[4]
2001 514 100[5]
წელი მოსახლეობის რაოდენობა
2006 507 000[6]
2008 506 400[7]

კლიმატი რედაქტირება

 
მიკრორაიონი «ნამივი»

ქალაქი მდებარეობს უკრაინის სამხრეთ ნაწილში, მშრალ სტეპურ ზონაში.[8] კლიმატზე დიდ გავლენას ახდენს შავი ზღვის ახლო მდებარეობა. ქალაქის კლიმატი ზომიერი-კონტინენტურია, მშრალი, სტეპური, ცხელი მზიანი ზაფხულით და რბილი ზამთრით. იანვარის საშუალო ტემპერატურაა −3 °C, ზამთარი რბილია, ცოტა თოვლით, ხშირი დათბობებით, ცვალებადი, დათბობა იცვლება სიცივეებით. საღამოობით მოყინულობა პრაქტიკულად ყოველდღე. შავი ზღვის ახლოს ტემპერატურა უფრო ნაკლებად კონტრასტულია მისი ხემოქმედებით ვიდრე ახლო მდებარე სტეპებში. ზაფხული ცხელი და მზიანია, ივლისის საშუალო ტემპერატურაა +22 °C, ხშირად ჰაერის ტემპერატურა სამხრეთისათვის აღწევს საკმაოდ მაღალ ნიშნულებს ჩრდილში +40 °C . ნალექები წელოწადში 450-500 მმ-ია. აორთქლებადობა კი წელიწადში 1000 მმ-ს შეადგენს. ამასთან დაკავშირებით კლიმატი ძალიან მშრალია. ნალექები საკმაოდ თანაბრად ნაწილდება წლის განმავლობაში თუმცა, ზაფხულში - ჭექაქუხილის შემდეგ, ზამთარში კი - თოვლისა და წვიმის სახით. ტემპერატურის აბსოლუტურ მინიმუმს მიკოლაივში წარმოადგენს −32 °C. ყოველწლიურად არქტიკული ანტიციკლონის გავლის დროს ტემპერატურა −20 °C -მდე ვარდება, თუმცა ეს აუცილებლად ყოველ წელს არ ხდება.

ისტორია რედაქტირება

 
მიკოლაივის ხედი სიმაღლიდან
 
პოტიომკინის საფლავი ხერსონში.

ქალაქის შექმნის იდეა გაჩნდა 1788 წელს, მას შემდეგ რაც 19 დეკემბერს, წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს, გენერალ-ფელდმარშალის ალექსანდრე სუვოროვის ჯარმა წარმატებით შეუტიეს თურქულ ციხე-სიმაგრეს - ოჩაკოვს და აიღეს ის. მიკოლაივის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 1789 წელს, თავად გრიგორ პოტიომკინის მიერ ინგულისა და სამხრეთი ბუგის შესაყართან წარმოქმნილ ნახევარკუნძულზე - როგორც საფლოტო და გემთმშენებელ ქალაქს. მისი მშენებლობა მიმდინარეობდა სპეციალური გეგმის მიხედვით სადაც ქუჩები სწორი იყო და კვარტალები მართკუთხედის ფორმის. გეგმის ავტორი იყო რუსი არქიტექტორი ივანე სტაროვი. თავდაპირველად ახალი დასახლება იხსენიებოდა როგორც „უსტ-ინგულად“.

ქალაქის ცხოვრება მთლიანად იყო დაკავშირებული გემთმშენებლობასთან და ფლოტთან. თითქმის 100 წელი აქ მდებარეობდა რუსეთის იმპერიის შავი ზღვის ფლოტის შტაბი. გუბერნატორ ალექსეი გრეიგის დროს პირველად იქნა წყალსადენის მშენებლობის მცდელობა, ასევე გზების მოკირწყვლა და ქალაქის გამწვანება.

1862 წელს ქალაქში გაიხსნა სავაჭრო კომერციული პორტი, რამაც გამოიწვია ქალაქის განვითარება. უკვე XIX საუკუნის ბოლოს მიკოლაივის პორტი მე-3 ადგილზე იყო რუსეთის იმპერიაში პეტერბურგისა და ოდესის შემდეგ უცხოელებთან ვაჭრობის მხრივ, ხოლო ხორბლეულის ექსპორტის მიხედვით, რასაც სტეპების შიდა გუბერნიები აწვდიდნენ პირველი ადგილი ეჭირა ქვეყანაში. თვითონ მიკოლაივი ხდებოდა მსხვილი მრეწველობის ცენტრი სამხრეთ უკრაინაში.

ოქტომბრის რევოლუციის დროს მიკოლაივს უწოდებდნენ „უკრაინის წითელ პიტერს“. 1920 წელს ალაქში საბოლოოდ დამყარდა საბჭოთა წყობა. მეორე მსოფლიო ომის დროს მიკოლაივი თითქმის სამი წლის განმავლობაში ფაშისტების მიერ იყო ოკუპირებული. 1944 წლის 28 მარტს ქალაქი გაათავისუფლა 68-ე საზღვაო დესანტის დახმარებით რომელსაც ხელმძღვანელობდა კონსტანტინე ოლშანსკი. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში როდესაც ბრძოლის ყველა მონაწილეს მიენიჭა „საბჭოთა კავშირის გმირის“ წოდება, უმრავლესობას სიკვდილის შემდეგ.

 
დუმის შენობა XIX ს-ის ბოლოს.

1949–1955 წლებში მიკოლაივში აშენებულ იქნა იმ პერიოდისათვის ერთ ერთი საუკეთესო არქიტექტურული ნაგებობა — უკრაინის კომპარტიის საოლქო კომიტეტის შენობა (ახლანდელი მერიის შენობა). ომის შემდეგ პერიოდში ქალაქი იქცა გემთმშენებლობის ცენტრად საბჭოთა კავშირში. ქალაქი მოკლე ისტორიული პერიოდის განმავლობაში პატარა ვერფიდან გადაიქცა მსხვილსამრეწველო, საქმიან, პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად სამხრეთ უკრაინაში.

ეკონომიკა და მრეწველობა რედაქტირება

მრეწველობის სფეროში მიკოლაივში მთავარი ადგილი უჭირავს მანქანათმშენებლობას და ლითონის დამუშავებას, რომელთა შორის რა თქმა უნდა გამოირჩევა გემთმშენებლობა და ენეგეტიკული მანქანათმშენებლობა. ქალაქის სამრეწველო ქარხნები უზრუნველყოფენ მთელი უკრაინის გემთმშენებლობის მოცულობის 50%-ს, გაზოტურბინების სახელმწიფო წარმოების 90%-ზე მეტს, ალუმინის ნედლეულის წარმოების 80%.

სქოლიო რედაქტირება

  1. რუსეთის იმპერიის აღწერა 1897 წელს, согласно данным ЭСБЕ
  2. 2.0 2.1 2.2 სტატია მიკოლაივი ებრაულ ელექტრონულ ენციკლოპედიაში (რუსული)
  3. მიკოლაივის ებრაული რელიგიური სათვისტომოს ისტორიის ფურცლები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-20. ციტირების თარიღი: 2010-03-07.
  4. საცნობარო მონაცემები, მოკლე გეოგრაფიული ენციკლოპედია ტომი 5
  5. უკრაინის მოსახლეობის აღწერის შედეგები 2001 წელს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-12-28. ციტირების თარიღი: 2010-03-07.
  6. ყველა ხუდწლედური გეგმა ვერ ხვდება სტრატეგიად
  7. Статистичний збірник «Чисельність наявного населення України на 1 січня 2008 року»
  8. ატლასი. უკრაინის გეოგრაფია. 2001 წ. 9 კლასი. გამომცემლობან«Освіта».