მიკელ არტეტა (ბასკ. Mikel Arteta; დ. 26 მარტი, 1982) — ესპანელი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი, პოზიციით ნახევარმცველი. ამჟამად წვრთნის ლონდონის „არსენალს“, რომლის კაპიტანიც იყო მანამდე. კარიერის უდიდესი ნაწილი გატარებული აქვს პრემიერ ლიგაში, სადაც არსენალში გადასვლამდე ევერტონის ღირსებას იცავდა. ითვლება თავის თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ ნახევარმცველად.

მიკელ არტეტა
არტეტა არსენალში 2012 წელს.
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მიკელ არტეტა ამატრიაინი[1]
დაბადების
თარიღი
26 მარტი, 1982 (1982-03-26) (42 წლის)[2]
დაბადების
ადგილი
სან-სებასტიანი, ესპანეთი
სიმაღლე 185 სმ[2]
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
მანჩესტერ სიტი
(მწვრთნელის ასისტენტი)
ახალგაზრდული კარიერა
1994–1997 ანტიგუოკო
1997–1999 ბარსელონა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1999 ბარსელონა C 5 (1)
1999–2002 ბარსელონა B 42 (3)
2001–2002პარი სენ-ჟერმენი 31 (2)
2002–2004 რეინჯერსი 50 (12)
2004–2005 რეალ სოსიედადი 15 (1)
2005ევერტონი 12 (1)
2005–2011 ევერტონი 162 (27)
2011–2016 არსენალი 110 (14)
სულ 427 (61)
ეროვნული ნაკრები
1998–1999 ესპანეთი 16 წლ. 10 (4)
1999 ესპანეთი 17 წლ. 7 (0)
1999–2001 ესპანეთი 18 წლ. 13 (1)
2002–2003 ესპანეთი 21 წლ. 12 (2)
სამწვრთნელო კარიერა
2016– მანჩესტერ სიტი (ასისტენტი)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

არტეტამ კარიერა დაიწყო „ბარსელონა B“-ში, მაგრამ ვერ შეძლო „პირველ შემადგენლობაში გადასვლა, რის შემდეგაც იჯარით გაუშვეს „პარი სენ-ჟერმენში“. 2002 წელს გადავიდა შოტლანდიურ „რეინჯერსში“. კლუბთან ერთად შეძლო სამივე ადგილობრივ შეჯიბრში („შოტლანდიის პრემიერ ლიგა, შოტლანდიის თასი და შოტლანდიის ლიგის თასი) გამარჯვება. 2005 წელს არტეტა „რეალ სოსიედადს“ შეუერთდა, მაგრამ კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა და არენდის წესით გაშვებული იქნა „ევერტონში“. 2005 წლის ივლისში არტეტამ ოფიციალურად გააფორმა კონტრაქტი „ევერტოთან“, სადაც ასპარეზობდა 2011 წლამდე. 2011 წელს იგი გახდა „არსენალის ფეხბურთელი, ხოლო 2014 წელს — კლუბის კაპიტანი. „არსენალთან“ ერთად მოგებული აქვს ინგლისის ასოციაციის თასი ორჯერ და ინგლისის სუპერთასი ორჯერ.

მიუხედავად ბრწყინვალე საკლუბო კარიერისა, არტეტა არასოდეს მიუწვევიათ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში,[3] თუმცა რამდენიმე ათეული მატჩი აქვს ჩატარებული ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში.

ტიტულები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

პარი სენ-ჟერმენი
რეინჯერსი
არსენალი

სანაკრებო რედაქტირება

ესპანეთის ახალგაზრდული

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Player shirt numbers for 20 Barclays Premier League clubs released. Premier League (8 August 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აგვისტო, 2015. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო, 2015.
  2. 2.0 2.1 Mikel Arteta. UEFA (8 იანვარი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-22. ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2014. შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "Mikel Arteta" defined multiple times with different content; $2
  3. Cahill Calls for Arteta Call Up. evertonfc.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მარტი, 2012. ციტირების თარიღი: 24 ივლისი, 2010.
  4. „Arsenal Trophy Lift & Celebrations Fa Cup 2014 15 HD“. 31 მაისი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  5. „Mikel Arteta“. Arsenal.com. ციტირების თარიღი: 22 May 2018.
  6. European U16 Football Championship 1999.