მიიოს ვიადუკი (ფრანგ. le Viaduc de Millau) — საყრდენ ბოძებზე დაკიდებული საავტომობილო ხიდი, გადაჭიმული მდინარე ტარნის ხეობაზე მიიოსთან ახლოს სამხრეთ საფრანგეთში. ბრიტანელი არქიტექტორი ლორდ ფოსტერისა და ფრანგი ხიდების ინჟინრის მიშელ ვირლოჟოს ერთობლივი პროექტი ყველაზე მაღალი სატრანსპორტო ხიდია მსოფლიოში, რომლის ერთ-ერთი საყრდენი სვეტი 341 მეტრია — ოდნავ მაღალი ვიდრე ეიფელის კოშკი და მხოლოდ 40 მეტრით მოკლე ემპაირ სტეიტ ბილდინგზე. ფორმალურად გაიხსნა 2004 წლის 14 დეკემბერს, ხოლო სატრანსპორტო მიმოსვლისთვის კი — იმავე წლის 16 დეკემბერს.

მიიოს ვიადუკი ქალაქ მიიოსთან

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება