მიეშკო I, მეჩისლავ I (პოლ. Mieszko I, დ. დაახლ. 935 — გ. 25 მაისი 992, პოზნანი, პოლონეთი) — პოლონეთის ისტორიულად დადასტურებული პირველი მთავარი (960-992), პიასტების დინასტიის წარმომადგენელი. ნახევრადლეგენდარული თავადის ზემომისლის შვილი. დედის სახელი უცნობია. მის დროს დაიწყო პოლონეთის სამეფოს ჩამოყალიბება. ებრძოდა ლუტიჩებს პომორიესათვის, ბოჰემიას — სილეზიისა და მცირე პოლონეთისათვის. ბოჰემიის მთავარ ბოლესლავთან ერთად ცდილობდა საღვთო რომის იმპერიის დასუსტებას. 966 წელს შემოიღო ქრისტიანობა. 968 წელს დააარსა პირველი პოლონური საეპისკოპოსო ქალაქ პოზნანში.

მიეშკო I
Mieszko I

მიეშკო I
პოლონეთის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 960
მმართ. დასასრული: 992
მემკვიდრე: ბოლესლავ I მამაცი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. 935
გარდ. თარიღი: 25 მაისი, 992
გარდ. ადგილი: პოზნანი, პოლონეთი
მეუღლე: დუბრავკა
დინასტია: პიასტები
მამა: ზემომისლი

ქორწინება და შვილები რედაქტირება

ბოლესლავ I მამაცი, პოლონეთის თავადი (993—1024) და მეფე (1024—1025).
სვიატოსლავა (გ. დაახლ. 1014 г.), შვედეთის მეფე ერიკ VI-ის ცოლი, მოგვიანებით — დანიის მეფე სვენ I-ის ცოლი.
  • 979 წელს ჩრდილოეთის მარკის მარკგრაფის ქალიშვილ ოდასთან ქორწინების შედეგად:
მეშკო (გ. 992 წლის შემდეგ)
სვიატოპოლკი (გ. 992 წლის შემდეგ)
ლამბერტი (გ. 992 წლის შემდეგ)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება