მიაძაკის პრეფექტურა

მიაძაკის პრეფექტურა (იაპ. 宮崎県) — პრეფექტურა იაპონიაში, რომელიც მდებარეობს კუნძულ კიუსიუზე. [1] მიაძაკის პრეფექტურის მოსახლეობა შეადგენს 1 073 054 ადამიანს (2019 წლის 1 ივნისის მონაცემებით) და მას უჭირავს 7 735 კვადრატული კილომეტრი ფართობი. მიაზაკაის პრეფექტურას ესაზღვრება: ოიტის პრეფექტურა - ჩრდილოეთით, კუმამოტოს პრეფექტურა - ჩრდილო-დასავლეთით და კაგოსიმას პრეფექტურა - სამხრეთ-დასავლეთით.

მიაძაკის პრეფექტურა
宮崎県
პრეფექტურის მდებარეობა მიაძაკის პრეფექტურა
მიაძაკის პრეფექტურა იაპონიის რუკაზე
მდებარეობა
ქვეყანა იაპონია
რეგიონი კიუსიუ
კუნძული კიუსიუ
კოორდინატები 32°01′ ჩ. გ. 131°21′ ა. გ. / 32.017° ჩ. გ. 131.350° ა. გ. / 32.017; 131.350
ინფორმაცია
ადმინისტრაციული ცენტრი მიაძაკი
ISO 3166-2:JP JP-45
სტატისტიკა
ფართობი 7 735.32 კმ² (14)
მოსახლეობა (2019)
     სულ 1 073 054 ად. (36)
     სიმჭიდროვე 140 ად./კმ²
რაიონი 6
მუნიციპალიტეტი 26
სიმბოლიკა

პრეფექტურის დროშა
პრეფექტურის დროშა

პრეფექტურის ემბლემა
პრეფექტურის ემბლემა
ხე Phoenix canariensis
ყვავილი Crinum asiaticum var. japonicum
ფრინველები Phasianus soemmerringii ijimae
ადმინისტრაცია
გუბერნატორი შუნჯი კონო
ოფიციალური საიტი (იაპონური)

მიაძაკი არის მიაძაკის პრეფექტურის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. პრეფექტურის სხვა, დიდ ქალაქებს შორისაა: მიაკონოჯო, ნობეოკა და ჰიგაგა . მიაძაკის პრეფექტურა მდებარეობს კიუსიუს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, იაპონიის წყნარი ოკეანის სანაპიროზე. პრეფექტურის სანაპირო ზოლი ვრცელდება ნობეოკადან, ბუნგოს არხის შესასვლელთან, კუშიმაში შიბუშის ყურამდე .

ისტორია რედაქტირება

ისტორიულად, მეიძის რესტავრაციის შემდეგ, ჰიოგას პროვინციას ეწოდა მიაძაკის პრეფექტურა. [2]

 
მიაძაკის პრეფექტურის რუკა

     ქალაქი     მცირე ქალაქი     სოფელი

იაპონიაში, მიაძაკის პრეფექტურა პირველად შეიქმნა 1873 წელს, როდესაც მიმიცუს პრეფექტურა შეუერთდა მიიაკონოჯოს პრეფექტურის ნაწილს. პირველი მიაძაკი არსებობდა მხოლოდ 1876 წლამდე, მანამ, სანამ იგი არ გაერთიანდებოდა კაგოშიმას პრეფექტურაში . კაგოშიმას პრეფექტურ ასამბლეაში საზოგადოების ზეწოლისა და მოთხოვნების შედეგად, მიაძაკი საბოლოოდ დამოუკიდებელი გახდა კაგოშიმასგან 1883 წელს. [3]

გეოგრაფია რედაქტირება

მიაზაკის პრეფექტურა მდებარეობს კუნძულ კიუსიუს აღმოსავლეთ სანაპიროზე, რომელსაც სამხრეთით და აღმოსავლეთით წყნარი ოკეანე აკრავს, ჩრდილოეთით სიტას პრეფექტურა და დასავლეთით კუმამოტოს და კაგოშიმას პრეფექტურები. პრეფექტურა დედამიწის იმ ორ უიშვიათეს ადგილს შორისაა, სადაც სოკო სახელად Chorioactis geaster გვხვდება . [4] მიაძაკში ასევე მოჰყავთ ჰიუგანაცუს ხილი.

2019 წლის 31 მარტის მონაცემებით, პრეფექტურის მთლიანი მიწის 12% ბუნებრივ პარკებად იყო გამოცხადებული. მათ შორისაა: კირიშიმა-კინკუვანის ეროვნული პარკი; კიუსიუ ჩუო სანჩი, ნიჩინან კაიგანი, ნიპპო კაიგან და სობო-კატამუკის კვაზი-ეროვნული პარკები; და მოჩიო-სეკინოოს, ოსუზუს, საიტობარუ-სუგიასუკიის, სობო კატამუკის, ვანიცუკას და იატაკე კიგენის პრეფექტურული ბუნებრივი პარკები.[5][6]

ქალაქები რედაქტირება

მიაძაკის პრეფექტურაში მდებარეობს ცხრა ქალაქი:

  • ებინო
  • ჰიუგა
  • კობაიაში
  • კუშიმა
  • მიაკონოჯი
  • მიაძაკი (დედაქალაქი)
  • ნიჩინანი
  • ნობეოკა
  • საიტო

მცირე ქალაქები და სოფლები რედაქტირება

ქვემოთ ჩამოთვლიულია მიაძაკის პრეფექტურაში მდებარე სოფლები და მცირე ქალაქები რაიონების მიხედვით:

ჰიგაშიმოროკატას რაიონი რედაქტირება

აია

კუნიტომი

ჰიგაშიუსუკის რაიონი რედაქტირება

კადოგავა

მისატო

მოროცუკა

 
მდინარე იოდო მიაძაკში

შიიბა

კიტამოროკატას რაიონი რედაქტირება

მიმტა

კოიუს რაიონი რედაქტირება

კაავამინამი

კიჯო

ნიშიმერა

შინტომი

ტაკანაბე

ცუნო

ნიშიმოროკას რაიონი რედაქტირება

თაკაჰარუ

ნიშიუსუკის რაიონი რედაქტირება

 
კონცხი ტოი

გოკასე

ჰინოკაგე

ტაკაჩიჰო

პრესა და მედია რედაქტირება

გაზეთი რედაქტირება

ყოველდღიური გაზეთი მიაძაკი;

საღამოს ყოველდღიური გაზეთი;

გაზეთები: იომური შიმბუნი, ასაჰი შიმბუნი, მაინჩი შიმბუნი, ნიში ნიჰონ შიმბუნი და მინამი ნოჰონ შომბუნი. (ამ გაზეთებს თავიანთი ფილიალები აქვთ მიაძაკის პრეფექტურაში.

მიაძაკი ნიჩი-ნიჩნ შიმბუნი არის ადგილობრივი გაზეთი, რომელიც მოიცავს მიაძაკის პრეფექტურის მთელ ტერიტორიას.

ტელევიზია რედაქტირება

 
ტაკაჩიჰოს ხეობა

არსებობს სხვა პრეფექტურები (ფუკუის პრეფექტურა და იამანაშის პრეფექტურა), სადაც მხოლოდ ორი კომერციული მაუწყებელია, მაგრამ ეს პრეფექტურები არის ის ადგილები, სადაც შესაძლებელია მეზობელი პრეფექტურების მაუწყებლის ყურება, რადგან აქ საკაბელო ტელევიზიით სარგებლობენ. მეორეს მხრივ, ამ პრეფექტურაში საკაბელო ტელევიზიის შეღწევადობა დაბალია კერძო მაუწყებლებისთვის.

1990 წელს მესამე კერძო სამაუწყებლო სადგურს მიენიჭა ლიცენზია მაუწყებლობისთვის. მათ შორის, NTV– ს ჰქონდა გეგმა ოკინავასთან სამაუწყებლო სადგურის შექმნის შესახებ, მაგრამ საჭირო იყო დიდი ინვესტიცია სატელიტური კავშირისათვის. ეს გეგმა არ განხორციელდა თანხების სიმცირის გამო.

რადიო რედაქტირება

NHK მიაძაკის სამაუწყებლო სადგური (AM / FM)

მიაძაკის მაუწყებლობა (MRT რადიო) (JRN / NRN სერია)

FM მიაძაკი (JOY FM) (JFN– ის შვილობილი კომპანია, TV მიაძაკის– ის შვილობილი კომპანია)

FM ბეოკა (საზოგადოებრივი მაუწყებლობა) - ნობეოკაში

FM ჰიუგა (საზოგადოებრივი მაუწყებლობა) - ქალაქ ჰიუგაში / მცირე ქალაქ კადოკავაში.

ქალაქ მიაძაკიში არსებობდა საზოგადოების FM სადგური, მიაძაკი სიტი FM (ქალაქი FM77), რომელიც 2005 წლის 31 ოქტომბერს დაიხურა.

ტრანსპორტირება რედაქტირება

სარკინიგზო რედაქტირება

იაპონიის რკინიგზის კიუსიუს ხაზი რედაქტირება

ნიპპოს მთავარი ხაზი;

 
მიაძაკის აეროპორტი

მიაძაკის კუკო ხაზი;

ნიჩინანის ხაზი;

კიტტოს ხაზი;

ჰიტაცუს ხაზი

ავტობუსი რედაქტირება

მიაძაკი კოცუ

აეროპორტი რედაქტირება

მიაძაკის აეროპორტი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ვიდეო მასალა რედაქტირება

მოგზაურობასთან და ტურიზმთან დაკავშირებული შემდეგი ვიდეო გადაღებულია და მოწოდებულია ვიდეო მხატვრის ეგავაემონის მიერ.

სქოლიო რედაქტირება

  1. Nussbaum, Louis-Frédéric. (2005). "Miyazaki prefecture" at Annales des empereurs du japon, p. 651 Google წიგნებში.
  2. Nussbaum, "Provinces and prefectures" at p. 780 Google წიგნებში.
  3. Prefectural government of Miyazaki (2013): 宮崎県 置県130年 (Miyazaki-ken chiken 130-nen, "Miyazaki Prefecture – 130 years [since/after] the establishment of the prefecture"), retrieved September 1, 2020.
  4. Kumanasamuha geaster sp. nov., an anamorph of Chorioactis geaster from Japan“. Mycologia. 101 (6): 871–877. 2009. doi:10.3852/08-121. PMID 19927753.
  5. 自然公園都道府県別面積総括 [General overview of area figures for Natural Parks by prefecture] (PDF) (in Japanese). Ministry of the Environment. 31 March 2019. Retrieved 12 August 2019.
  6. 宮崎の国定公園・県立自然公園 დაარქივებული 2021-04-13 საიტზე Wayback Machine. [Quasi-National and Prefectural Natural Parks of Miyazaki] (in Japanese). Miyazaki Prefecture. Retrieved 12 August 2019.