ეს სტატია რეგიონს ეხება. რესპუბლიკის შესახებ იხილეთ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა.

მთიანი ყარაბაღი (აზერ. Dağlıq Qarabağ, სომხ. Լեռնային Ղարաբաղ) — ისტორიული რეგიონი ამიერკავკასიაში. 1923 წელს შეიქმნა ავტონომიური ოლქი აზერბაიჯანის შემადგენლობაში.

  • ფართობი — 4,400 კმ².
  • მოსახლეობა — 146 ათასი, კონფლიქტამდე ძირითადად ცხოვრობდნენ სომხები და აზერბაიჯანელები. ამჟამად მხოლოდ სომხები არიან დარჩენილი.
  • დედაქალაქი — სტეპანაკერტი (აზერბაიჯანულად — ხანქენდი).
ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი მდებარეობა

ეტიმოლოგია რედაქტირება

სიტყვა „ყარაბაღი“ ორი სიტყვის შეერთებით არის შექმნილი, — „ყარა“-სა და „ბაღ“-ისგან, — რომლებიც, შესაბამისად, თურქული და სპარსული წარმოშობისაა და ნიშნავს „შავ ბაღს“[1][2]. სახელწოდება პირველად XIII-XIV საუკუნეების ქართულ და სპარსულ წყაროებში გვხვდება[2].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. The BBC World News. Regions and territories: Nagorno-Karabakh, BBC News Online. (ინგლისური)
  2. 2.0 2.1 ბაგრატ ულუბაბიანი. ყარაბაღი (Ղարաբաղ). სომხური საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 7, ერევანი, სომხეთის სსრ, 1981, გვ. 26 (სომხური)