მთა ფუძიამას ოცდათექვსმეტი ხედი

მთა ფუძიამას ოცდათექვსმეტი ხეტი (Fugaku sanjūrokkei)[1] - უკიო-ე ჟანრის ლანდშაფტთა გრავიურების სერია, შექმნილი, იაპონელი გრავიორის და მხატვრის კაცუსიკა ჰოკუსაის (1760-1849) მიერ.

მთა ფუძიამას ოცდათექვსმეტი ხედი

神奈川沖浪裏, Kanagawa-oki Nami Ura

სერიის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი "კანაგავას დიდი ტალღა"
ავტორი კაცუსიკა ჰოკუსაი
წელი გამოქვეყნდა 1931 წელს

კაცუსიკამ ამ სერიაზე მუშაობა 70 წლის ასაკში დაიწყო და შექმნა 46 ნამუშევარი (10-ით მეტი ვიდრე საჭირო იყო), რომლებზეც მთა ფუძიამაა ასახული. სერიისთვის 10 დამატებითი ნამუშევარი შეიქმნა წარმატებული გაყიდვებისა და დიდი მოთხოვნების გამო.[2] გამოქვეყნდა ნიშიმურა ეიჯუდოს მიერ დაახლოებით 1931 წელს.[3]

მასში უკიო-ე ჟანრის გარდა ვხვდებით აიძური-ე ტექნიკას, რომელიც გრავიურის მხოლოდ ლურჯ ფერებში შექმნას ითვალისწინებს. [4] ერთ-ერთი შთამბეჭდავი ლურჯი ფერის, რომელიც სერიის რამდენიმე ნამუშევარში გვხვდება არის ბერლინის ლურჯი, ასევე ცნობილი, როგორც პრუსიული ლურჯი[5], რომელიც იაპონიაში ჩინეთიდან და ნიდერლანდებიდან იმპორტირდებოდა. [6]

სერიის ყველაზე ცნობილ ნამუშევარს მისი პირველი გრავიურა „კანაგავას დიდი ტალღა“ წარმოადგენს, რომელიც არა მარტო კაცუსიკას ქმნილებებს შორისაა ყველაზე განთქმული, არამედ მთელ იაპონურ ფერწერულ ნამუშევრებს შორის. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნამუშევარი იაპონური ფერწერის სიმბოლოა. ასევე სერიის კიდევ ერთი ცნობილი ნამუშევარია „წითელი ფუძიამა“.

კაცუსიკა ჰოკუსაი, ავტოპორტრეტი

კაცუსიკას ინოვაციური ხედვა რედაქტირება

მთა ფუძიამა იაპონურ ლეგენდებში, რელიგიურ თაყვანისცემებში, ითვლებოდა, როგორც უზენაესი, წმინდა მწვერვალი, რომელიც თავის სიღრმეში უკვდავების საიდუმლოს ინახავს. მეცხრამეტე საუკენისთვის კი ამ შეხედულების ასახვა პოეტურ და ფერწერულ ჟანრებშიც დაიწყო. თავისთავად კაცუსიკა არ ყოფილა პირველი, ვისაც ფუძიამას ხელოვნებაში ასახვა მოაფიქრდა. ამ სერიის უნიკალურობა მის ინოვაციურ კომპოზიციებში მდგომარეობს. ჰოკუსაიმ სერიაში მუშათა კლასის უბრალო ხალხი, ფერმერები, მსახიობები და სოფლის ცხოვრება ასახა, რაც მანამდე ძალიან იშვიათად გადმოიცემოდა ნამუშევრებში.

გრავიურების კონკრეტული თანმიმდევრობა და თარიღები არ არის ცნობილი, ნამუშევრები კი შინაარსის მიხედვით ოთხ ტიპად არის დაყოფილი:

1.      მთა ფუძიამა, როგორც ბუნების ძალა/ადამიანის ხედები და ფუძიამა, დანახული დასავლეთის გავლენით,

2.     ჩიტის თვალით დანახული,

3.     ფუძიამა, როგორც უკანა პლანი ლანდშაპტის გასწვრივ მიმავალი მოგზაურების,

4.      ფუძიამა, როგორც შორეული არსება, რომელიც პერსონაჟთა ცხოვრებას უკანა პლანიდან აკვირდება.

ზოგიერთ ნამუშევარში მწვერვალი საკმაოდ შეუმჩნეველია, ზოგიერთში კი საერთოდ არ ჩანს. ნამუშევრებში ფუძიამა შეგვიძლია ვიხილოთ წინიდან, ზევითა ხედიდან ან პირიქით მიწასთან ახლო პერსპექტივიდან.

მართალია ნამუშევართა სათაურები მათზე ასახულ კონკრეტულ ადგილებს გვთავაზობს, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ ჰოკუსაიმ ეს ნამუშევრები, საკუთარი ფერწერული რეპერტუარებისგან შექმნა. ასევე, ცოცხალი მტკიცებულებებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჰოკუსაი აღფრთოვანებული იყო მთა ფუძიამას უცვლელი ყოფით და ამას საკუთარი თავის უკვდავყოფასთან აკავშირებდა. წიგნის „ფუძიამას ასი ხედი“ პირველ ტომში ჰოკუსაი თავის ამბიციურ ოცნებას აღწერს:

„ექვსი წლის ასაკიდან მივილტვოდი საგანთა ფორმების გადახატვისკენ, ორმოცდაათი წლის ასაკიდან ხშირად იბეჭდებოდა ჩემი ნამუშევრები, მაგრამ რაც სამოცდაათი წლის ასაკამდე დამიხატავს, ერთიც კი არ ყოფილა ყურადღების ღირსი. სამოცდაცამეტი წლის ასაკში შემეძლო გამეაზრებინა მცენარეების და ხეების ზრდის პროცესი, ფრინველების, ცხოველების, მწერების და თევზების სტრუქტურა. როცა ოთხმოც წელს მივაღწევ, იმედი მაქვს, რომ პროგრესს განვიცდი და ოთხმოცდაათი წლის ასაკში კიდევ უფრო ღრმად ჩავწვდები საგნების ძირითად პრინციპებს, ასი წლის ასაკში ხელოვნებაში ღვთაებრივ მდგომარეობას მივაღწევ, ას ათი წლის ასაკის ყოველი წერტილი და ყოველი დარტყმა ცოცხალი იქნება. ვინც საკმარისად დიდხანს ცხოვრობთ, დამეთანხმებით, რომ ჩემი ეს სიტყვები მცდარი არ არის.“ [7]

გრავიურები რედაქტირება

თავდაპირველი ოცდათექვსმეტი გრავიურა

ნომერი ნამუშევარი ქართული სახელწოდება იაპონური სახელწოდება
1   კანაგავას ტალღის ქვეშ 神奈川沖浪裏

Kanagawa oki nami-ura

2   სასიამოვნო ქარი, ნათელი დილა, ასევე ცნობილი, როგორც სამხრეთის ქარი, ნათელი ცა ან წითელი ფუძიამა 凱風快晴

Gaifū kaisei

3   ჭექა-ქუხილი მწვერვალის ქვეშ 山下白雨

Sanka hakuu

4   მანენის ხიდის ქვეშ ფუკაგავაში 深川万年橋下

Fukagawa Mannen-bashi shita

5   სუნდაი 東都駿台

Tōto sundai

6   ფიჭვის ბალიში აოიამაში 青山円座松

Aoyama enza-no-matsu

7   სენჯუ, მუსაში ბუტი 武州千住

Bushū Senju

8   ინუმე პასი, კოშუ 甲州犬目峠

Kōshū inume-tōge

9   ფუძიამას ხედი ოვარის პროვინციაში 尾州不二見原

Bishū Fujimigahara

10   ეჯირი სურუგას პროვინციაში 駿州江尻

Sunshū Ejiri

11   მიცუის მაღაზიის ესკიზი სურუგაში, ედოში (დღევანდელი მურომაჩი, ტოკიო) 江都駿河町三井見世略図

Kōto Suruga-cho Mitsui Miseryakuzu

12   მზის ჩასვლა რიოგოკურ ხიდზე, სუმის მდინარის ნაპირიდან, ონმაიაგაში 御厩川岸より両国橋夕陽見

Ommayagashi yori ryōgoku-bashi yūhi mi

13   საზაის დარბაზი - ხუთასი რაკანის ტაძარი 五百らかん寺さざゐどう

Gohyaku-rakanji Sazaidō

14   ჩაის სახლი კოიშიკავაში. დილა თოვლის შემდეგ 礫川雪の旦

Koishikawa yuki no ashita

15   შიმომეგურო 下目黒

Shimomeguro

16   წყლის წისქვილი ონდენში 隠田の水車

Onden no suisha

17   ენოშიმა საგანის პროვინციაში 相州江の島

Soshū Enoshima

18   ტაგო ბაის სანაპირო, ეჯირი ტოკაიდოში 東海道江尻田子の浦略図

Tōkaidō Ejiri tago-no-uraryakuzu

19   იოშიდა ტოკაიდოში 東海道吉田

Tōkaidō Yoshida

20   კაზუსას პროვინციის საზღვაო მარშრუტი 上総の海路

Kazusa no kairo

21   ნიჰონბაშის ხიდი ედოში 江戸日本橋

Edo Nihon-bashi

22   ბარიერული ქალაქი სუმიდას მდინარეზე 隅田川関屋の里

Sumidagawa Sekiya no sato

23   ნობოტოს ყურე 登戸浦

Noboto-ura

24   ჰაკონეს მდინარე საგამის პროვინციაში 相州箱根湖水

Sōshū Hakone kosui

25   მთა ფუძიამას ანარეკლი კავაგუჩის ტბაში, დანახული მისაკა პასიდან, კაის პროვინციაში 甲州三坂水面

Kōshū Misaka suimen

26   ჰოდოგაია ტოკაიდოზე 東海道保土ケ谷

Tōkaidō Hodogaya

27   ტამას მდინარე მუსაშის პროვინციაში 武州玉川

Bushū Tamagawa

28   Asakusa Hongan-ji-ს ტაძარი აღმოსავლეთ დედაქალაქში (ედო) 東都浅草本願寺

Tōto Asakusa honganji

29   ცუკუდას კუნძული მუსაშის პროვინციაში 武陽佃島

Buyō Tsukuda-jima

30   შიჩირის სანაპირო საგამის პროვინციაში 相州七里浜

Soshū Shichiri-ga-hama

31   უმეზავა საგამის პროვინციაში 相州梅沢庄

Soshū umezawanoshō

32   კაჯიკაზავა საგამის პროვინციაში 甲州石班沢

Kōshū Kajikazawa

33   მიშიმა პასი კაის პროვინციაში 甲州三嶌越

Kōshū Mishima-goe

34   მთა ფუძიამა ტოტომის მთებიდან 遠江山中

Tōtōumi sanchū

35   მთა ფუძიამას ხედი სუვას ტბის გასწვრის (ტბა სუვა შინანოს პროვინციაში) 信州諏訪湖

Shinshū Suwa-ko

36   უშიბორი ჰიტაჩის პროვინციაში 常州牛掘

Jōshū Ushibori


დამატებითი 10 ნამუშევარი

ნომერი ნამუშევარი ქართული სახელწოდება იაპონური სახელწოდება
1   გოთენ-იამას გორაკი, შინაგავა ტოკაიდოზე 東海道品川御殿山の不二

Tōkaidō Shinagawa Goten'yama no Fuji

2   ჰონჯო ტატეკავა, ხეტყის ეზო ჰონჯოში, სუმიდა 本所立川

Honjo Tatekawa

3   ფუძიამას ხედი სენჯუ ჰანამაჩიში 従千住花街眺望の不二

Senju Hana-machi Yori Chōbō no Fuji

4   ნაკაჰარა საგამის პროვინციაში 相州仲原

Sōshū Nakahara

5   ონო შინდენი სურუგას პროვინციაში 駿州大野新田

Sunshū Ōno-shinden

6   ასვლა ფუძიამაზე 諸人登山

Shojin tozan

7   კატაკურას ჩაის პლანტაცია სურუგას პროვინციაში 駿州片倉茶園の不二

Sunshū Katakura chaen no Fuji

8   ფუძიამა კანაიადან ტოკაიდოზე 東海道金谷の不二

Tōkaidō Kanaya no Fuji

9   მზის ჩასვლა ისავაზე კაის პროვინციაში 甲州伊沢暁

Kōshū Isawa no Akatsuki

10   ფუძიამას უკანა მხარე მინობუს მდინარიდან 身延川裏不二

Minobu-gawa ura Fuji

სქოლიო რედაქტირება

  1. https://www.metmuseum.org/art/collection/search/57006
  2. http://www.ukiyoe-ota-muse.jp/exhibition-eng/katsushika-hokusai-thirty-six-views-of-mt-fuji
  3. https://www.moaart.or.jp/en/?event=hokusai-2
  4. https://www.adachi-hanga.com/ukiyo-e-en/category/8
  5. https://www.metmuseum.org/blogs/now-at-the-met/2014/great-wave
  6. https://blog.britishmuseum.org/the-great-wave-spot-the-difference/
  7. https://risdmuseum.org/exhibitions-events/exhibitions/hokusais-mount-fuji