მზის ამოსვლამდე (ინგლ. Before Sunrise) — 1995 წლის ამერიკული რომანტიკული ფილმი. 2004 და 2013 წლებში გამოვიდა ფილმის გაგრძელებები. რიჩარდ ლინკლეიტერი დაჯილდოვდა ვერცხლის დათვით საუკეთესო რეჟისორისთვის.

„მზის ამოსვლამდე“
ჟანრი რომატიკული ფილმი
დამდგმელი რეჟისორი რიჩარდ ლინკლეიტერი
პროდიუსერი ენ უოკერ-მაკბეი
სცენარის ავტორი რიჩარდ ლინკლეიტერი, კიმ კრიზანი
როლებში ითან ჰოუკი, ჯული დელპი
მუსიკა ფრედ ფრიტი
ოპერატორი ლი დენიელი
მონტაჟი სანდრა ადეირი
სტუდია Castle Rock Entertainment
დისტრიბუტორი Columbia Pictures
გამოსვლის თარიღი 27 იანვარი, 1995
ხანგრძლივობა 101 წთ
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 2,5 მლნ
შემოსავალი $5 535 405

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ახალგაზრდა ამერიკელი ჯესი მატარებელში გაიცნობს ახალგაზრდა ფრანგ სელინს. ისინი ერთმანეთთან ბევრ საერთოს პოულობენ. ჯესი დილით უნდა გაფრინდეს აშშ-ში. ის დაარწმუნებს სელინს, რომ მასთან ერთად ჩავიდეს ვენაში და ღამე ერთად გაატარონ. ჯესისა და სელინს შორის იბადება გრძნობა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება