მეჰმედ IV გირეი (ყირიმ. IV Mehmet Geray, ٣محمد كراى‎; დ. 1610, ბახჩისარაი, ყირიმის სახანო — გ. 1674, ტარკი) — ყირიმის ხანი 2-ჯერ: 1641–1644 და 1654–1666 წლებში, [1] სელამეთ I გირეის უმცროსი ვაჟი.

მეჰმედ IV გირეი
Mehmet Giray
ყირიმის 22-ე ხანი
მმართ. დასაწყისი: 1641
მმართ. დასასრული: 1644
წინამორბედი: ბაჰადირ I გირეი
მემკვიდრე: ისლამ III გირეი
ყირიმის ხანი (მეორედ)
მმართ. დასაწყისი: ივლისი, 1654
მმართ. დასასრული: 1666
წინამორბედი: ისლამ III გირეი
მემკვიდრე: ადილ გირეი
სულთანი: იბრაჰიმ I
მეჰმედ IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1610
დაბ. ადგილი: ბახჩისარაი, ყირიმის სახანო
გარდ. თარიღი: 1674
გარდ. ადგილი: ტარკის საშამხლო
შვილები: აჰმედ გირეი
აუზ გირეი
ჯანიბექ გირეი
მუბარექ გირეი
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: სელამეთ I გირეი
რელიგია: სუნიტური ისლამი

ბიოგრაფია რედაქტირება

მეჰმედმა ნახევარი ცხოვრება გაატარა მძევლად სტამბოლში, ოსმალთა სულთნების კარზე. ჯანიბექ გირეის მეფობის დროს დანიშნული იყო ნურედინად და კალგად. 1635 წელს გადასახლდა ოსმალთა მცირე აზიის სამფლობელოებში. 1641 წელს თავისი ძმა, ბაჰადირ I ლაშქრობაში გარდაიცვალა და ყირიმის ხანის ტიტული ოსმალთაგან სწორედ მას ერგო. თავისი პირველი მმართველობისას წარუმატებულ საგარეო პოლიტიკა გაატარა, რის გამოც ოსმალებმა ხანის ტიტული ჩამოართვეს და კუნძულ როდოსზე გადაასახლეს. ყირიმის ახალ ხანად კი მეჰმედის ძმა ისლამ III გირეი დაამტკიცეს. მეჰმედ გირეის 10 წელი მოუწია გადასახლებაში ყოფნა.

1654 წელს ისლამ III გარდაიცვალა და ოსმალებმა მეჰმედი დააბრუნეს ყირიმის ტახტზე. მეორე მმართველობის პერიოდში ბრძოლები გადაიხადა დონისა და რუსი კაზაკების, ასევე პოლონეთის წინააღმდეგ. მეჰმედ IV თავისი წინამორბედისგან განსხვავებით არ იყო მორჩილი ვასალი ოსმალეთისათვის. დაუმორჩილებლობისა და სამხედრო კამპანიებზე ხშირად გამოუცხადებლობის გამო, 1666 წელს ოსმალებმა მეჰმედს ხანის ტიტული ჩამოართვეს და ტარკში გადაასახლეს, სადაც 8 წლიანი ცხოვრების შემდეგ, 1674 წელს გარდაიცვალა. მის შთამომავალთაგან ვერცერთმა მოახერხა სახანოს ხელისუფლების სათავეში მოსვლა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Гайворонский Алексей. Созвездие Гераев. — Симферополь, 2003 г.
  • Олекса Гайворонский «Повелители двух материков», том 1, Киев-Бахчисарай, 2007 г. ISBN 978-966-96917-1-2
  • Олекса Гайворонский «Созвездие Гераев». Симферополь, 2003.
  • О. Гайворонский «Созвездие Гераев»

სქოლიო რედაქტირება

  1. Howorth has 1665