მეჰმედ ემინ რაუფ-ფაშა

მეჰმედ ემინ რაუფ-ფაშა (თურქ. Mehmed Emin Rauf Paşa; დ. 1780, სტამბოლი — გ. 1860, იქვე) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი 1815-1818, 1833-1839, 1840-1841, 1842-1846 და 1852 წლები, სულთან მაჰმუდ II-ისა და აბდულმეჯიდ I-ის მმართველობის პერიოდში.

მეჰმედ ემინ რაუფ-ფაშა
Mehmed emin rauf Pașa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 30 მარტი, 1815
მმართ. დასასრული: 6 იანვარი, 1818
წინამორბედი: ჰურშიდ-ფაშა
მემკვიდრე: ბურდურლუ დერვიშ მეჰმედ-ფაშა
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 17 თებერვალი, 1833
მმართ. დასასრული: 8 ივლისი, 1839
წინამორბედი: რეშიდ მეჰმედ-ფაშა
მემკვიდრე: ქოჯა ჰუსრევ მეჰმედ-ფაშა
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 29 მაისი, 1840
მმართ. დასასრული: 7 ოქტომბერი, 1841
წინამორბედი: ქოჯა ჰუსრევ მეჰმედ-ფაშა
მემკვიდრე: თოფალ იზეთ მეჰმედ-ფაშა
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 3 სექტემბერი, 1842
მმართ. დასასრული: 31 ივლისი, 1846
წინამორბედი: თოფალ იზეთ მეჰმედ-ფაშა
მემკვიდრე: მუსტაფა რეშიდ-ფაშა
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 27 იანვარი, 1852
მმართ. დასასრული: 7 მარტი, 1852
წინამორბედი: აჰმედ ჯევად-ფაშა
მემკვიდრე: ქამილ-ფაშა
სულთანი: მაჰმუდ II
აბდულმეჯიდ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1780
დაბ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 1860
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
რელიგია: ისლამი

დაიბადა 1780 წელს, სტამბოლში. პირველად დიდი ვეზირის თანამდებობაზე 1815 წლის 30 მარტს სულთან მაჰმუდ II-მ დანიშნა. მან ეს თანამდებობა 1818 წლის 6 იანვრამდე შეინურჩუნა. 1828 წელს დანიშნეს დამასკოს მმართველად.

1833 წლის 17 თებერვალს იგი ხელმეორედ გახდა ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი. 1839 წელს მაჰმუდის გარდაცვალების შემდეგ მას დიდი ვეზირის ბეჭედი ჩამოართვეს. ამის შემდეგ ის სამჯერ იყო ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი. 1841 წელს ის გაათავისუფლეს თანამდებობიდან, მაგრამ 1842 წლის 3 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დანიშნეს. 1852 წლის 27 იანვარს ის მეხუთედ გახდა ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი.

1852 წლის 7 მარტს მან საკუთარი ნებით დატოვა დიდი ვეზირის თანამდებობა და სტამბოლში დაიწყო ცხოვრება. ის გარდაიცვალა 1860 წელს და დაკრძალულა მისივე სახსრებით აშენებულ მეჩეთში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Tektaş, Nazım (2002), Sadrâzamlar Osmanlı'da İkinci Adam Saltanatı, İstanbul:Çatı Yayınevi (Google books: [1]
  • Toksoy, Cellal "Mehmed Emin Rauf Paşa" (1999), Yaşamları ve Yapıtlarıyla Osmanlılar Ansiklopedisi, İstanbul:Yapı Kredi Kültür Sanat Yayıncılık A.Ş. C.2 s.137 ISBN 975-08-0072-9
  • Buz, Ayhan (2009) " Osmanlı Sadrazamları", İstanbul: Neden Kitap, ISBN 978-975-254-278-5
  • Danişmend, İsmail Hâmi (1971),Osmanlı Devlet Erkânı, İstanbul: Türkiye Yayınevi.