მეხადირი (გაგრის მუნიციპალიტეტი)

სოფელი აფხაზეთში, საქართველოში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეხადირი (მრავალმნიშვნელოვანი).

მეხადირი[1][2] (აფხ. Маҳадыр[3] [მაჰადჷრ]; ყიფილი ნაკადული, ყოფილი მეჰადირ — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[4], მაჰადირი) — სოფელი და თემის ცენტრი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის მთისწინეთში, მდინარე მეხადირის ზემოთში. ზღვის დონიდან 250 მ, გაგრიდან 28 კმ.

სოფელი
მეხადირი
აფხ. Маҳадыр
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
თემი მეხადირი
კოორდინატები 43°26′52″ ჩ. გ. 40°05′45″ ა. გ. / 43.44778° ჩ. გ. 40.09583° ა. გ. / 43.44778; 40.09583
ოფიციალური ენა აფხაზური ენა და რუსული ენა
მოსახლეობა 137 კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მეხადირი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
მეხადირი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
მეხადირი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მეხადირი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
მეხადირი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — გაგრის მუნიციპალიტეტი
მეხადირი (გაგრის მუნიციპალიტეტი)

მეხადირის თემში ასევე შედის სოფლები: ვაშლოვანი, ზეგანი, კლდიანი, მუხნარი.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ისტორია რედაქტირება

სოფელი XIX საუკუნიდან ფიქსირდება წყაროებში. 1935 წელს გაგრის რაიონის პილენკოვოს ს/საბჭოდან სოფლების ზემო მაჰადირის, ქვემო მაჰადირის, ოტლუკის (თურქ. საბალახო, 1948 წლიდან სოფ. კლდიანი), ვოსემსოტსკოეს, ევდოკიმოვკას, როგოჟინოს გამოყოფით შეიქმნა მაჰადირის ს/საბჭო ცენტრით ქვემო მაჰადირში. 1948 წელს მაჰადირს ქართული სახელი ნაკადული ეწოდა.[5] 1967 წელს ეწოდა მეჰადირი. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა დაარქვეს მაჰადირ (Маҳадыр).

დემოგრაფია რედაქტირება

1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 137 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 137 -- --

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 652.
  • პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.

სქოლიო რედაქტირება

  1. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 69.
  2. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 114.
  3. В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
  4. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
  5. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 32, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023