მეცნიერებათა დოქტორი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დოქტორი (მრავალმნიშვნელოვანი).

მეცნიერებათა დოქტორი (რუს. доктор наук) — დოქტორის აკადემიური ხარისხის ნაირსახეობა, რომელიც არსებობდა საბჭოთა კავშირსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. მეცნიერებათა დოქტორის სახელით აღინიშნებოდა უმაღლესი სამეცნიერო ხარისხი, რომელსაც ანიჭებენ დისერტაციის დაცვის საფუძველზე; ან ნიშნავდა ამ ხარისხის მქონე პირს. უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ჩაანაცვლა დოქტორის ხარისხმა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება