მექსიკის დროშა (ესპ. Bandera de México) — მექსიკის ეროვნული სიმბოლო. წარმოადგენს სწორკუთხა ნაჭერს პროპორციით 4:7. შედგება სამი ტოლდიდი ვერტიკალური ზოლისაგან, რომელთა ფერებია მწვანე, თეთრი, წითელი. თეთრი ზოლის ცენტრში გამოსახულია მექსიკის გერბი. დროშის მწვანე ფერი აღნიშნავს იმედს, თეთრი – სიწმინდეს, წითელი – ქვეყნის დამოუკიდებლობისათის დაღვრილ სისხლს. დროშა მიიღეს 1968 წლის 16 სექტემბერს. მისი ავტორია მექსიკელი მხატვარი ფრანსისკო ეპენს ელგერა.

მექსიკის დროშა
მექსიკა
მიღებულია 16 სექტემბერი, 1968
პროპორცია National flag and ensign 4:7
დროშის ავტორი ფრანსისკო ეპენს ელგერა

სხვა ვერსიები რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება