მეფე ლირი (ინგლ. King Lear) — უილიამ შექსპირის ტრაგედია, დაფუძნებული ბრიტანეთის ლეგენდარული მეფე ლირის ისტორიაზე. ტრაგედია მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უდიდეს ნაწარმოებად ითვლება და, შესაბამისად, ლირის როლი დღემდე მრავალ უდიდეს მსახიობს აქვს შესრულებული.

მეფე ლირი: კორდელიას გამოთხოვება. ედუინ ები.

ტრაგედიის დადგმის ორი განსხვავებული ვერსია არსებობს: „მეფე ლირისა და მისი სამი ქალიშვილის ცხოვრების ისტორიის ნამდვილი ქრონიკა“, რომელიც 1608 წელს დაიბეჭდა, და „მეფე ლირის ტრაგედია“, რომელიც პირველ კრებულში გამოჩნდა 1623 წელს, უფრო თეატრალური ვერსიით. ეს ორი ტექსტი, როგორც წესი, შეჯერებული სახით იბეჭდება, თუმცა მრავალი თანამედროვე რედაქტორის მტკიცებით თითოეული ვერსია დამოუკიდებელი ხასიათისაა.

ინგლისის რესტავრაციის შემდეგ სპექტაკლი ხშირად სახეცვლილი სახით იდგმებოდა, ვინაიდან თეატრების ხელმძღვანელებს არ მოსწონდათ მისი ნიჰილისტური ხასიათი, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის უკვე საყოველთაოდ აღიარეს შექსპირის უზენაეს ქმნილებად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება