მეტიუ პეიჯ „მეტ“ დეიმონი (ინგლ. Matthew Paige „Matt“ Damon დ. 8 ოქტომბერი 1970, კემბრიჯი, მასაჩუსეტსი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და სცენარისტი. ოსკარისა და ოქროს გლობუსის პრემიის ლაურეატი, როგორც სცენარისტი. დეიმონის მეტად ცნობილი კინორელებიდან აღსანიშნავია: „ნიჭიერი უილ ჰანტინგი“ (1997), „რიგითი რაიანის გადასარჩენად“ (1998), „ნიჭიერი მისტერ რიპლი“ (1999); ოუშენის მეგობრების სამნაწილიანი სათავგადასავლო კინოფილმი: „ოუშენის თერთმეტი მეგობარი“ (2001), „ოუშენის თორმეტი მეგობარი“ (2004), „ოუშენის ცამეტი მეგობარი“ (2007); ტრილოგია ჯეისონ ბორნზე : „ბორნის იდენტიფიკაცია“ (2002), „ბორნის უპირატესობა“ (2004), „ბორნის ულტიმატუმი“ (2007); ასევე მარტინ სკორსეზეს „მიცვალებულები“ (2006) და ფილმი „რეგულირების ბიურო“ (2011). ასევე მან მთავარი როლი ითამაშა მარსელის ეკრანიზაციაში, რომლის პრემიერაც 2015 წელს შედგა.

მეტ დეიმონი

მეტ დეიმონი 2015 წელს
დაბადების სახელი მეტიუ პეიჯ დეიმონი
დაბადების თარიღი 8 ოქტომბერი, 1970 (1970-10-08) (53 წლის)
კემბრიჯი, მასაჩუსეტსი, აშშ
საქმიანობა მსახიობი, პროდიუსერი, სცენარისტი
აქტიური 1988-დღემდე
ოსკარი

საუკეთესო ორიგინალური სცენარი

ნიჭიერი უილ ჰანტინგი (1997)
ოქროს გლობუსი

საუკეთესო სცენარი
ნიჭიერი უილ ჰანტინგი (1997)
საუკეთესო მსახიობი კაცის მიუზიკლსა ან კომედიაში

მარსელი (2015)

ბიოგრაფია რედაქტირება

მეტ დეიმონი დაიბადა ქალაქ მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ კემბრიჯში, მამამისის — კენტ ტელფორ დეიმონისა და დედამისის — ნენსი კარლსონ-პეიჯის ოჯახში. მამამისი ბირჟის მაკლერი იყო, ხოლო დედამისი ლესლის უნივერსიტეტის პროფესორი.[1][2] დეიმონის გენეალოგია შეიცავს ინგლისურ, შოტლანდიურ, ფინურ და შვედურ ფესვებს. დეიმონი ბენ აფლეკისა და კეისი აფლეკის შორეული ნათესავია.[3][4] ჰყავს ძმა კაილი, რომელიც პროფესიონალი მოქანდაკე და მხატვარია.[2][5]

ერთხანს დეიმონების ოჯახი საცხოვრებლად ნიუტონში გადავიდა, სადაც სახლობდნენ ორი წლის განმავლობაში. როდესაც მისი მშობლები ერთმანეთს გაცილდნენ დეიმონი დედამისთან ერთად საცხოვრებლად კემბრიჯში გადავიდა, სადაც მის ოჯახთან ერთად კიდე 5 სხვა ოჯახი სახლობდა. დეიმონი იზრდებოდა ბენ აფლეკთან ერთად, რომელთანაც ბავშვობიდან ახლო მეგობრობა აკავშირებდა, ასევე მასთან ახლოს ცხოვრობდა მწერალი ჰოვარდ ზინი, რომლის ერთ-ერთ ნაშრომს დეიმონი იხსენიებს ფილმში „ნიჭიერი უილ ჰანტინგი“.

1988 წელს დეიმონმა ჩააბარა ჰარვარდის უნივერსიტეტში,[6] სამი წლის შემდეგ მან სასწავლებელი მიატოვა, რამეთუ მას მხოლოდ მსახიობობა სურდა. თუმცა თავიდანვე მონაწილეობას იღებდა სასტუდენტო თეატრში,[7] სადაც ხშირად სპექტაკლში როლებს ასრულებდა.[8]

სამსახიობო კარიერა რედაქტირება

დეიმონმა პირველი როლი კინოში შეასრულა 1988 წელს რომანტიკულ კომედიაში „მისტიური პიცა“.[9] იმ დროს დეიმონი მხოლოდ 17 წლის იყო. 1992 წელს როლი მიიღო ფილმში „სასკოლო კავშირები“. იმავე წელს საყურადღებო როლი მიიღო ფილმში „ჯერონიმო: ამერიკული ლეგენდა“, სადაც მასთან ერთად ითამაშეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა.

ოთხი წლის შემდეგ სინჯებზე იმყოფებოდა ფილმისთვის „თავზეხელაღებულთა კუნძული“, თუმცა ფილმში მონაწილოებაზე მან უარი განაცხადა. 1996 წელს დეიმონი გამოჩნდა ედვარდ ცვიკის ფილმში „სიმამაცე ბრძოლაში“, სადაც მისი პარტნიორი გახდა დენზელ ვაშინგტონი. ამ ფილმისთვის დეიმონმა 18 კგ დაიკლო, იმყოფებოდა მკაცრ დიეტაზე.[10][11] ფილმ „სიმამაცე ბრძოლაში“ შესრულებული როლისთვის დეიმონმა კინოკრიტიკოსების მხრიდან სიმპათიები დაიმსახურა. ასევე დეიმონის მიმართ სიმპათიები გამოხატა ჟურნალმა The Washington Post-მა.[12]1998 წელს მეტ დეიმონმა შეასრულა როლი სტივენ სპილბერგის ფილმში „რიგითი რაიანის გადასარჩენად“.

1990-იანი წლების დასაწყისში დეიმონმა და აფლეკმა დაწერეს სცენარი გენიალურ ახალგაზრდა მათემატიკოსზე. შემდგომ ცდილობდნენ სცენარის გაყიდვას ჰოლივუდში, თუმცა კინოსტუდიები მათ უარს ეუბნებოდნენ, რამეთუ ფილმში მონაწილეობა სცენარის ავტორებს თავადვე სურდათ. საბოლოოდ სცენარი შეისწყიდა კინოკომპანია Miramax Films-მა. 1997 წელს გამოდის ფილმი „ნიჭიერი უილ ჰანტინგი“, სადაც მთავარ როლში გამოჩნდნენ ახალგაზრდა მსახიობები მეტ დეიმონი და ბენ აფლეკი. ფილმი საუკეთესო სცენარისთვის ოსკარით დაჯილდოვდა. ამასთანავე ფილმის ბიუჯეტმა შეადგინა 10 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო მოგებამ დაახლოებით 226 მლნ. აშშ დოლარი.

1999 წელს დეიმონმა ჯუდ ლოუსთან და გვინეთ პელტროუსთან ერთად მონაწილეობა მიიღო ენტონი მინგელას ფილმში „ნიჭიერი მისტერ რიპლი“. ფილმი ფსიქოლოგიურ ტრილერს წარმოადგენს, რომლის სიუჟეტის ცენტრშია ტომ რიპლი (მეტ დეიმონი). შემთხვევითი გაცნობის შემდეგ ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ჰერბერტ გრინლიფი ტომ რიპლის დავალებას მისცემს; იგი უნდა გამგზავრებულიყო იტალიაში და დაერწმუნებინა მისი შვილი აშშ-ში უკან დაბრუნებაზე. იტალიაში ჩასვლის შემდეგ რიპლი გაიცნობს ჰერბერტ გრინლიფის შვილს დიკი გრინლიფს (ჯუდ ლოუ). თუმცა დაკისრებულ დავალებას ტომ რიპლი ვერ გაუმკლავდება. ფილმმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და საერთო ჯამში მისმა შემოსავალმა შეადგინა 128 მლნ. აშშ დოლარი. კინოფილმი „ნიჭიერი მისტერ რიპლი“ ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე.

1999 წელს მონაწილეობა მიიღო კევინ სმითის ფილმში „დოგმა“, 2001 წელს სტივენ სოდერბერგის ფილმში „ოუშენის თერთმეტი მეგობარი“. 1990-იანი წლების მიწურულიდან დეიმონი ჩამოყალიბებულ მსახიობად გვევლინება. ამიერიდან იგი ჰოლივუდის მომთხოვნი არტისტი ხდება. დეიმონის კარიერაში მნიშვნელოვანი იყო ტრილოგია ჯეისონ ბორნზე: „ბორნის იდენტიფიკაცია“ (2002), „ბორნის უპირატესობა“ (2004), „ბორნის ულტიმატუმი“ (2007), სადაც მან შეასრულა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის როლი, რომელმაც მეხსიერება დაკარგა.

ბოლო წლებში ერთბაშად მრავალ ფილმში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან აღსანიშნავია: „ცრუ ცდუნება“, „ხასიათის სიმტკიცე“, „მწვანე ზონა“, „რეგულირების ბიურო“ და სხვა.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

1997 წელს მეტ დეიმონმა ურთიერთობა დაიწყო მსახიობ მინი დრაივერთან.[13] შემდეგ ერთმანეთს გაცილდნენ. დრაივერთან დაცილების შესახებ დეიმონმა ოპრა უინფრის შოუში, ღია ეთერში განაცხადა. შემდგომ ერთ-ერთ წვეულებაზე დეიმონმა გაიცნო უინონა რაიდერი, რომელთანაც გარკვეული დროით რომანი ჰქონდა. 2001 წლიდან ხვდებოდა ოდესა უიტმორს, რომელიც იმ დროს ასისტენტად მუშაობდა ბილი ბობ თორნტონთან და ბენ აფლეკთან.[9] დეიმონი და უიტმორი ერთმანეთს გაშორდნენ 2003 წელს.

2003 წელს დეიმონმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე ლუჩიანა ბაროზო.[14] 2005 წლის 9 დეკემბერს წყვილი დაქორწინდა.[14] 2006 წლის 11 ივნისს ქალაქ მაიამიში წყვილს შეეძინა პირველი შვილი, ხოლო 2008 წლის 20 აგვისტოს შეეძინათ მეორე შვილი. 2010 წელს შეეძინათ მესამე შვილი.

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1988 მისტიური პიცა Mystic Pizza სტიმერი
1988 კარგი დედა The Good Mother ექსტრა
1992 სასკოლო კავშირები School Ties ჩარლი დილონი
1993 ჯერონიმო: ამერიკული ლეგენდა Geronimo: An American Legend ბრიტონ დეივისი
1996 სიმამაცე ბრძოლაში Courage Under Fire სპეციალისტი ილარიო
1997 ნიჭიერი უილ ჰანტინგი Good Will Hunting უილ ჰანტინგი
1997 კეთილშობილი The Rainmaker რუდი ბეილორი
1998 თაღლითები Rounders მაიკ მაკდერმოტი
1998 რიგითი რაიანის გადასარჩენად Saving Private Ryan ჯეიმზ რაიანი
1999 ნიჭიერი მისტერ რიპლი The Talented Mr. Ripley რიპლი
1999 დოგმა Dogma ლოკი
2000 ფორესტერის ძიებაში Finding Forrester სტივენ სენდერსონი
2000 დაუოკებელი გულები All the Pretty Horses ჯონ კოული
2000 ბაგერ ვანსის ლეგენდა The Legend of Bagger Vance რანულუფ იუნუ
2000 ანფ ტიტანი – დედამიწის დაღუპვის შემდეგ Titan A.E. კეილ ტაკერი
2001 მაჯესტიკი The Majestic პიტერ ეპლტონი/ლუკ ტრიმბლი
2001 ოუშენის თერთმეტი მეგობარი Ocean's Eleven ლაინუს კოლდუელი
2002 ანფ სპირიტი–პრერიების სული Spirit: Stallion of the Cimarron სული
2002 ჯერი Gerry ჯერი
2002 ბორნის იდენტიფიკაცია The Bourne Identity ჯეისონ ბორნი
2003 გავიჭედე შენში Stuck on You ბობ ტენორი
2004 ოუშენის თორმეტი მეგობარი Ocean's Twelve ლაინუს კოლდუელი
2004 ბორნის უპირატესობა The Bourne Supremacy ჯეისონ ბორნი
2004 ევროტური EuroTrip დონი
2005 სირიანა Syriana ბრაიან ვუდმანი
2005 ძმები გრიმები The Brothers Grimm ვილჰელმ გრიმი
2006 ცრუ ცდუნება The Good Shepherd ედვარდ უილსონი
2006 მიცვალებულები The Departed კოლინ სალივანი
2007 ბორნის ულტიმატუმი The Bourne Ultimatum ჯეისონ ბორნი
2007 ოუშენის ცამეტი მეგობარი Ocean's Thirteen ლაინუს კოლდუელი
2008 უძლეველი Invictus ფრანსუა პიენაარი
2009 ინფორმატორი The Informant! მარკ უიტაკრი
2010 მწვანე ზონა Green Zone როი მილერი
2010 შინაგანი საქმე Inside Job მთხრობელი
2010 იმქვეყნიერი Hereafter ჯორჯ ლონეგანი
2010 ხასიათის სიმტკიცე True Grit ლებეფი
2011 რეგულირების ბიურო The Adjustment Bureau დევიდ ნორისი
2013 ელისეს მინდვრები Elysium მაქს და კოსტა
2013 შანდლებს მიღმა Behind the Candelabra სკოტ თორსონი
2014 განძზე მონადირეები The Monuments Men ჯეიმზ გრენჯერი
2014 ვარსკვლავთშორისი Interstellar დოქტორი მანი
2015 მარსელი The Martian მარკ უოტნი
2021 უკანასკნელი დუელი The Last Duel ჟან დე კარუჟი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Luscombe, Belinda (December 19, 1999). „Matt Damon Acts Out“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 24, 2013. ციტირების თარიღი: April 5, 2009.
  2. 2.0 2.1 Givens, Ron; Michele McPhee (March 22, 1998). „Two Hollywood Prizefighters 'Hunting' for Stardom Pays Off for Matt Damon“. Daily News. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 21, 2009. ციტირების თარიღი: April 5, 2009.
  3. Genealogical Chart Knowlton Line of Ben Affleck and Matt Damon. New England Historic Genealogical Society (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-17. ციტირების თარიღი: 2010-02-02.
  4. Matt Damon. Rootsweb. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-19. ციტირების თარიღი: 2010-02-02.
  5. Ball, Ryan. „Matt Damon Animated for Arthur“. Animation Magazine. ციტირების თარიღი: April 5, 2009.
  6. McGrath, Charles (October 1, 2006). „6 Degrees of Harvard“. The New York Times. ციტირების თარიღი: April 5, 2009.
  7. Chainani, Soman. Matt Damon On Life, Acting and Harvard. The Harvard Crimson. ციტირების თარიღი: April 21, 2010.
  8. Siegler, Elijah (November 2, 1990). „Ex Show Safe but Satisfying“. The Harvard Crimson. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 10, 2007. ციტირების თარიღი: April 5, 2009.
  9. 9.0 9.1 Matt Damon Biography. People. ციტირების თარიღი: April 5, 2009.
  10. Greenblatt, Leah (September 21, 2007). „Actorexia: A Brief History“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 25, 2009. ციტირების თარიღი: April 5, 2009.
  11. ANI. (August 4, 2007) Weight loss left Damon feeling like a "wreck". YahooIndia. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 1, 2009. ციტირების თარიღი: April 5, 2009.
  12. Kempley, Rita (November 8, 1998). „Hand-to-Heart Combat“. The Washington Post. ციტირების თარიღი: April 21, 2010.
  13. Winters, Laura (August 2, 1998). „When the Character Calls, Minnie Driver Listens“. The New York Times. ციტირების თარიღი: March 6, 2010.
  14. 14.0 14.1 Associated Press (December 9, 2005). „Matt Damon, fiancee wed“. USA Today. ციტირების თარიღი: April 5, 2009.