მეტალჰალოგენური ნათურა

მეტალჰალოგენური ნათურააირგანმუხტავი სინათლის წყარო. იგი მაღალი წნევის ვერცხლისწყლის ნათურის მსგავსია, იმ განსხვავებით, რომ მის კაფსულაში ვერცხლისწყლის ორთქლთან და ინერტულ აირებთან ერთად ასევე გახსნილია მეტალჰალოგენები (მეტალის ბრომიდები ან იოდიდები). მეტალჰალოგენური ნათურა მაღალი წნევის ნათურაა. გამოიგონეს 1960-იან წლებში. ის ჰგავს მაღალი წნევის ვერცხლისწყლის ნათურას, თუმცა მისი კვარცის კაფსულაში დამატებული მეტალჰალოგენი ზრდის მის ეფექტურობას (იგივე ენერგოდანახარჯით აქვს მეტი შუქგაცემა). მეტალჰალოგენებიდან ყველაზე ხშირად გამოიყენება ნატრიუმის იოდიდი. ამ ტიპის ნათურების შუქგაცემა დაახლოებით 1 ვატზე 75–100 ლუმენია.

O ტიპის კოლბიანი მეტალჰალოგენური ნათურა
400-W სიმძლავრის მეტალჰალოგენური ნათურა

ლიტერატურა რედაქტირება

  • Hordeski, Michael F. (2005). Dictionary of energy efficiency technologies. USA: CRC Press. pp. 175–176. ISBN 0-8247-4810-7.
  • Grondzik, Walter T.; Alison G. Kwok; Benjamin Stein; John S. Reynolds (2009). Mechanical and Electrical Equipment for Buildings, 11th Ed. USA: John Wiley & Sons. pp. 555–556. ISBN 0-470-57778-9.