მერი პოპინსი

საბავშვო წიგნი

მერი პოპინსი (ინგლ. Mary Poppins) — რვა წიგნისგან შემდგარი საბავშვო წიგნების სერია, დაწერილი პამელა ტრევერსის მიერ, 1934—1988 წლებში. სერიის ორიგინალური ილუსტრატორია მერი შეპარდი.[1] წიგნის მთავარი პერსონაჟია ინგლისელი გადია, მერი პოპინსი. იგი ყოველთვის ჩნდება ალუბლების ქუჩის 17 ნომერთან, როდესაც აღმოსავლეთის ქარი უბერავს და უვლის ბენქსების ოჯახის შვილებს. მისი სტუმრობისას ბავშვები ხვდებიან სხვადასხვა პერსონაჟს, თუმცა წიგნის ბოლოს მერი ყოველთვის მოულოდნელად ქრება. როგორც ტრევერსი აღნიშნავს წიგნის „მერი პოპინსი პარკში“ წინასიტყვაობაში, „უსასრულოდ შეუძლია მოსვლა და წასვლა“,[2]

1964 წელს უოლტ დისნეის სტუდიებმა გადაიღეს წიგნის ნაწილობრივი ეკრანიზაცია, ჯულია ენდრიუსის და დიკ ვან დაიკი მონაწილეობით. გარდა სხვადასხვა მიუზიკლისა, ცნობილია საბჭოთა მხატვრული მუსიკალური ფილმი „მერი პოპინს, ნახვამდის“, გადაღებული ლეონიდ კვინიხიძის მიერ. 2018 წელს გამოვა ფილმი „მერი პოპინსი ბრუნდება“, მთავარ როლში ემილი ბლანტის მონაწილეობით.

სქოლიო რედაქტირება

  1. „Mary Poppins in the Park“, P. L. Travers, Librarything.com, http://www.librarything.com/work/83168. წაკითხვის თარიღი: 2 January 2015
  2. Travers, Pamela Lyndon (2000), Mary Poppins in the park, Harcourt, Brace & World, p. xiii.