მერი ბრიტანელი (1776-1857)

მერი ბრიტანელი (ინგლ. Mary of Great Britain), აგრეთვე ცნობილია როგორც პრინცესა მერი, გლოსტერისა და ედინბურგის ჰერცოგინია (ინგლ. Princess Mary, Duchess of Gloucester and Edinburgh; დ. 25 აპრილი, 1776, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი — გ. 30 აპრილი, 1857, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ჰანოვერის დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-ისა და დედოფალ შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელის ქალიშვილი. გლოსტერისა და ედინბურგის ჰერცოგინია როგორც თავისი ბიძაშვილის, უილიამ ფრედერიკის მეუღლე.

მერი ბრიტანელი
წოდებები
გლოსტერისა და ედინბურგის ჰერცოგინია
დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის პრინცესა
დაიბადა 25 აპრილი, 1776
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
გარდაიცვალა 30 აპრილი, 1857, (81 წლის)
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
საგვარეულო ჰანოვერები
მეუღლე(ები) უილიამ ფრედერიკი, გლოსტერისა და ედინბურგის ჰერცოგი
მამა ჯორჯ III, დიდი ბრიტანეთის მეფე
დედა შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელი
რელიგია ანგლიკანიზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

 
პრინცესა მერი 1782 წელს, ექვსი წლის ასაკში.

მერი დაიბადა 1768 წლის 8 ნოემბერს ბუკინგემის სასახლეში, ლონდონში. იგი იყო დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე ჯორჯ III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელის შუათანა ქალიშვილი.

იგი დაბადებიდან მალევე მონათლეს, მისი ნათლიები კი იყვნენ: ჰესენ-კასელის ლანდგრაფი ფრიდრიხი (მისი პირველი თაობის ბიძაშვილი, წარმოადგენდა ლორდი ჩემბერლინი), საქსენ-გოთა-ალტენბურგის ჰერცოგინია შარლოტა საქსენ-მაინინგენელი (მისი ბიძაშვილის მეუღლე, წარმოადგენდა არგილის ჰერცოგინია ელიზაბეთ კაპბელი) და მეკლენბურგ-შტრელიცის მთავარი კარლი (მისი მესამე თაობის ბიძაშვილი, წარმოადგენდა ლორდი ბედჩამბერი).

მსგავსად თავისი დებისა, პრინცესა ელიზაბეთიც საზოგადოებისაგან იზოლირებულად იზრდებოდა და იღებდა განათლებას. ამის გამო, მან მთელი თავისი ბავშვობა მხოლოდ და-ძმებთან, მშობლებსა და მასწავლებლებთან ერთად გაატარა. ამ გზით მეფე-დედოფალი თავიანთი ქალიშვილების „სწორად აღზრდას“ ცდილობდნენ.

იგი ძალიან ახლოს იყო თავის უფროს ძმასთან, უელსის პრინც ჯორჯთან (მომავალში მეფე ჯორჯ IV), რის გამოც მოგვიანებით მერიმ გაიზიარა თავისი ძმის ზიზღი მისი ცოლის, დედოფალ კაროლინა ბრაუნშვაიგელისადმი.

1795-1796 წლებში მერის სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა რევოლუციის გამო ბრიტანეთში გაქცეულ პრინც ფრედერიკ ორანელთან, რომელიც იყო ნიდერლანდების შტატჰალტერ ვილემ V ორანელისა და პრინცესა ვილჰელმინა პრუსიელის ვაჟი. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით ფრედერიკის უფროსი ძმა, ვილემ I ნიდერლანდების პირველი მეფე გახდა, თუმცა ის და მერი არ დაქორწინებულან. ეს იმიტომ, რომ მეფე ჯორჯ III-ის აზრით მერი თავის უფროს დებზე უფრო სარფიანად არ უნდა დაქორწინებულიყო, რის გამოც იგი ფრედერიკს დააშორა და 1816 წლის 22 ივნისს მერი ცოლად შერთო მისსავე ბიძაშვილს, გლოსტერისა და ედინბურგის ჰერცოგ უილიამ ფრედერიკს. წყვილი უინძორში დასახლდა, მერის გლოსტერისა და ედინბურგის ჰერცოგინიობა მიენიჭა, თუმცა მათ შვილები არ ჰყოლიათ.

მერი გარდაიცვალა 1857 წლის 30 აპრილს გლოსტერის სასახლეში, ლონდონში, 81 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში. იგი მეფე ჯორჯისა და დედოფალ შარლოტას შვილებიდან უკანასკნელი გარდაიცვალა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Hadlow, Janice (2014). A Royal Experiment: The Private Life of King George III. Henry Holt and Company. ISBN 978-0-8050-9656-9.
  • Purdue, A.W. (2004a). "George III, Daughters of (act. 1766–1857)". Oxford Dictionary of National Biography (online ed.). Oxford University Press.
  • Purdue, A.W. (2004b). "William Frederick, Prince, second duke of Gloucester and Edinburgh (1776–1834)". Oxford Dictionary of National Biography. Oxford University Press.
  • Weir, Alison (2008). Britain's Royal Families, The Complete Genealogy. Vintage Books. ISBN 978-0-09-953973-5.
  • Williams, Kate (2016) [2008]. Becoming Queen Victoria. Ballantine Books. ISBN 978-0-345-47239-7.