მერი-კეიტ ოლსენი (ინგლ. Mary-Kate Olsen; დ. 13 ივნისი, 1986)[1]ამერიკელი მსახიობი, დიზაინერი, ბიზნესმენი და პროდიუსერი. მან თავისი სამსახიობო კარიერა დაბადებიდან 1 წლის შემდეგ დაიწყო. თავის ტყუპ დასთან ეშლი ოლსენთან ერთად გადაიღეს ამერიკულ სატელევიზიო სერიალში, „Full House“-ში (1987-1995).

მერი-კეიტ ოლსენი
დაბადების სახელი ოლსენი 2009 წელს.
დაბადების თარიღი 13 ივნისი, 1986 (1986-06-13) (37 წლის)
კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
განათლება Campbell Hall-ის სკოლა
საქმიანობა დიზაინერი, ბიზნესმენი, მსახიობი, პროდიუსერი
აქტიური 1987-2012 (მსახიობი)
2004-დღემდე(დიზაინერი)
ნათესავები ეშლი ოლსენი (ტყუპი),
ელისაბედ ოლსენი (და)

ტყუპებმა ერთად კიდევ რამდენიმე ფილმში მიიღეს მონაწილეობა. მათ შორისაა: „Passport to Paris“ (1999), „Our Lips Are Sealed“ (2000), „Winning London“ (2001), „დასვენების დღეები“ (2001), და სატელევიზიო სერიალი „So Little Time“, რომელშიც მონაწილეობით იგი ნომინირდა ემი ჯილდოზე. დები ერთად გადაიღეს რამდენიმე ვიდეო ფილმში, მათ შორისაა „Getting There“ (2002), „ერთხელ რომში“ (2002), „გამოწვევა“ (2003), „ჩარლის ანგელოზები:სავსე ხახა“ (2003). ბოლო ფილმში სადაც ერთად მიიღეს მონაწილეობა ამერიკული კომედიაა, „ნიუ-იორკის გაელვება“ (2004). ოლსენმა შემდგომ მარტომ განაგრძო თავისი სამსახიობო კარიერა და რამდენიმე ფილმში და სატელევიზიო შოუში მიიღო მონაწილეობა. მისი სამსახიობო კარიერა 2011 წელს ფილმ „საშიშად ლამაზი“-ში მონაწილეობით დასრულდა.

2012 წლის მარტში, ტყუპებმა, მერი-კეიტმა და ეშლი ოლსენმა აღნიშნეს რომ მათ სამსახიობო კარიერის დასრულება და მოდის ინდუსტრიაში შესვლა სურთ. მერი-კეიტმა და ეშლიმ ტანსაცმლის ბრენდი „The Row“ დააფუძნეს და უფრო ხელმისაწვდომი ბრენდის ხაზები „Olsenboye“ და „StyleMint“[2]. ისინი ახლა ამერიკელი დიზაინერების საბჭოს წევრები არიან.

დაბადება და ოჯახი რედაქტირება

მერი-კეიტ ოლსენი 1986 წლის 13 ივნისს კალიფორნიაში დაიბადა, არის ჯერნიტის „ჯერნი“-ს და დევიდ „დეივ“-ის ქალიშვილი. დედამისი მენეჯერია, ხოლო მამამისი ბანკირი და უძრავი ქონების დეველოპერი.[3] მერი-კეიტს უმცროსი და ელისაბედ ოლსენი და ტყუპისცალი ეშლი ოლსენი ჰყავს, რომელთაც მერი-კეიტის მსგავსად სამსახიობო კარიერა აქვთ. მას ასევე ერთი უფროსი ძმა ჰყავს, სახელად-ტრენტი და ორი უმცროსი ნახევარ და-ძმა მამამისის მეორე ქორწინებიდან.[4] 1996 წელს, მერი-კეიტის მშობლების ურთიერთობა განქორწინებით დასრულდა.[5] მსახიობი ეთნიკური წარმომავლობით ნორვეგიელი და ინგლისელია. მან ლოს-ანჯელესში[6] „Campbell Hall“-ის სკოლა დაამთავრა, ხოლო სწავლა ტყუპისცალთან, ეშლისთან ერთად ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, ხელოვნების სკოლაში გააგრძელა.[7]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

მერი-კეიტ ოლსენს სასიყვარულო ურთიერთობა დევიდ კატზენბერგთან[8], ფოტოგრაფერ მაქსველ სნოუსთან[9] და არტისტთან ნეით ლოუმენთან ჰქონდა.

2012 წლის მაისში, ოლსენმა ურთიერთობა ფრანგ ბანკერთან ოლივიერ სარკოზისთან, ფრანგი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ნახევარ ძმასთან დაიწყო.[10] წყვილი 2015 წლის 27 ნოემბერს, ნიუ-იორკში დაქორწინდა.[11]

2004 წელს დაანონსეს, რომ მსახიობს დაავადება, ნერვული ანორექსია აქვს.[12] 2007 წლის 20 ნოემბერს, თირკმლების ინფექციის გამო ოლსენი საავადმყოფოში გადაიყვანეს.[13]

2008 წელს მერი-კეიტმა და მისმა დამ ეშლიმ წიგნი „Influence“ გამოაქვეყნეს.[14]

სქოლიო რედაქტირება

  1. Mary-Kate Olsen. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 5, 2015. ციტირების თარიღი: June 18, 2012.
  2. „Olsen twins: We're all about fashion“. Yahoo! News. May 11, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 18, 2012. ციტირების თარიღი: June 18, 2012.
  3. Mary-Kate Olsen Biography (1986– ). Filmreference.com (n.d.). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 4, 2013. ციტირების თარიღი: December 5, 2011.
  4. Mary-Kate and Ashley Olsen Biography. Bio. A&E Television Networks. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 31, 2010. ციტირების თარიღი: May 29, 2010.
  5. Tauber, Michelle (May 3, 2004). "Two Cool". People. Vol. 61 No. 17
  6. Sessums, Kevin. (June 2, 2008) The Tao of Mary-Kate. Elle. ციტირების თარიღი: July 29, 2017.
  7. Baum, Geraldine (September 13, 2004). „At NYU, but in a class of their own“. LA Times. ციტირების თარიღი: February 24, 2020.
  8. McNeil, Liz; Kappes, Serena (September 7, 2004). „Mary-Kate Olsen and Boyfriend Call It Quits“. People. ციტირების თარიღი: October 28, 2015.
  9. Bernstein, Jacob (March 28, 2012). „Life on the Other Side of the Lens“. The New York Times. ციტირების თარიღი: October 28, 2015.
  10. Maresca, Rachel (August 16, 2013). „Mary-Kate Olsen bonds with boyfriend Olivier Sarkozy's young daughter during shopping trip“. Daily News. New York City. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 18, 2015. ციტირების თარიღი: October 28, 2015.
  11. Mary-Kate Olsen had 'bowls of cigarettes' for guests at wedding. People (November 29, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 29, 2015. ციტირების თარიღი: November 29, 2015.
  12. Soriano, César G. (June 22, 2004). „Mary-Kate Olsen seeks treatment for eating disorder“. USA Today.
  13. "Mary-Kate Olsen hospitalized for kidney infection". USA Today, November 20, 2007.
  14. From Child Stars to Fashion Moguls: See Mary-Kate and Ashley Olsen's Fashion Week Appearances Over the Years