მერენგე (ესპ. Merengue) — ცოცხალი, ხალისიანი მუსიკისა და ცეკვის ნაირსახეობა, რომელიც დასაბამს დომინიკელთა რესპუბლიკიდან იღებს. მერენგე ესპანურად ათქვეფილ კვერცხის ცილასა და შაქარს (ბეზე) ნიშნავს. უცნობია თუ რატომ დაერქვა იგი დომინიკელთა მუსიკის ამ ჟანრს. ამ სტილს თავდაპირველად საფუძველი 1920-იან წლებში ჩაუყარა ნიკო ლორამ, თუმცა მისი ქვეყნის ეროვნული ცეკვისა და მუსიკის მიმდინარეობად გახდომა 1930-იან წლებში ქვეყნის პრეზიდენტი რაფაელ რუხიოს მიერ პოპულარიზაციამ განაპირობა. ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცნობილი მერენგეს შემსრულებლები არიან მირიამ კრუსი და ლას ჩიკას დელ კანი, ხუან ლუის გერა, ვილფრედო ბარგასი, სერხიო ბარგასი, ჯონი ვენტურა, კინიტო მენდესი, და კონხუნტო კისკეია. ამჟამად დომინიკელთა რესპუბლიკაში ყველაზე პოპულარული შემსრულებლები არიან ხულიანი, ტონიო როსარიო, აგუაკატე და ამარფისი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება