მერაპის მთა (ინდონ. Gunung Merapiცეცხლოვანი მთა) — აქტიური სტრატოვულკანი კუნძულ იავაზე, ცენტრალური იავის პროვინციისა და ჯოკიაკარტის საზღვარზე. სიმაღლე 2930.[1]წარმოადგენს ყველაზე აქტიურ ვულკანს ინდონეზიაში, რომელიც 1548 წლიდან რეგულარულად ამოიფრქვევა. მდებარეობს ქალაქ ჯოკიაკარტიდან 28 კმ–ით ჩრდილოეთით. მთის კალთებზე, ზღვის დონიდან 1 700 მეტრ სიმაღლეზეც კი, სოფლებში ათასობით ადამიანი სახლობს.

მერაპი
მერაპი 2014 წლის მარტში
მერაპი 2014 წლის მარტში
კოორდინატები: 7°32′26″ ს. გ. 110°26′41″ ა. გ. / 7.54056° ს. გ. 110.44472° ა. გ. / -7.54056; 110.44472
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
სიმაღლე 2930 
ტიპი სტრატოვულკანი
ასაკი 400 000
ბოლო ამოფრქვევა 10 მარტი, 2014
მერაპი — ინდონეზია
მერაპი
მერაპი — იავა
მერაპი

მთის მწვერვალზე კვამლის დანახვა წელიწადში დაახლოებით 300 დღესაა შესაძლებელი, ფიქსირდება რამდენიმე ამოფრქვევაც. 1994 წლის 22 ნოემბერს ამოფრქვეულმა ცხელმა გაზმა 27 ადამიანი იმსხვერპლა, ძრითადად მთის დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქ მუნტილანში.[2] სხვა დიდი ამოფრქვევა მოხდა 2006 წელს, ჯოკიაკარტის მიწისძვრამდე ცოტა ხნით ადრე. იმ ნაკლებ საფრთხეთა გამო, რომელთაც მერაპი მოსახლეობას უქადის, იგი დეკადურ ვულკანად მიიჩნევა.

2010 წლის 25 ოქტომბერს, ინდონეზიის მთავრობამ მერაპის უმაღლეს წერტილზე დაამონტაჟა ზარი, რომელიც საფრთხის შემთხვევაში მოსახლეობას აფრთხილებს. ამავე წლის 23–24 ოქტომბერს, ოფიციალური მონაცემებით დაფისქირდა დაახლოებით 500 ვულკანური მიწისძვრა, მაგმა კი 1 კმ–ზე ამოიწია.[3] 25 ოქტომბრის შუადღეს, სამხრეთ და სამხრეთ–დასავლეთ კალთებზე ლავა გადმოიღვარა.[4]

2010 წლის 30 ნომებრისთვის ვულკანი ამოფრქვევებს კვლავ განაგრძობდა, თუმცა დაბალი აქტივობის გამო ოფიციალურმა საგანგაშო ზარმა მისი დონე 3-ით შეაფასა.[5] ამჟამად ვულკანის სიმაღლე 2 930 მეტრია,[1] 38 მეტრით უფრო დაბალი, ვიდრე 2010 წლის ამოფრქვევებამდე იყო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Mount Merapi. ციტირების თარიღი: 2011-11-10.
  2. (ინდონეზიური) Kompas (Yogyakarta) President Soeharto Really Concern. Saturday, 26 November 1994.
  3. Highest alert issued for Indonesia's Merapi volcano. bbc.co.uk. BBC (2010-10-25). ციტირების თარიღი: 2010-10-27.
  4. Merapi spews lava. TheJakartaPost.com. Jakarta Post (2010-10-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-28. ციტირების თარიღი: 2010-10-27.
  5. Update Gunung Merapi status on 30/11 to 12.00 WIB. Badan Nasional Penanggulangan Bencana (2010-03-12). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-21. ციტირების თარიღი: 2010-05-12.