მერაბ ელიოზიშვილი

ქართველი მწერალი, სცენარისტი და მსახიობი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ელიოზიშვილი (მრავალმნიშვნელოვანი).

მერაბ ელიოზიშვილი (დ. 18 დეკემბერი, 1934, ცხინვალი, საქართველოს სსრ — გ. 4 იანვარი, 2012, თბილისი, საქართველო )— ქართველი მწერალი, სცენარისტი, მსახიობი. სასულიერო პირი.

მერაბ ელიოზიშვილი
დაბადების თარიღი 18 დეკემბერი, 1934(1934-12-18)
დაბადების ადგილი ცხინვალი, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 4 იანვარი, 2012(2012-01-04) (77 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
საქმიანობა მსახიობი, მწერალი და სცენარისტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1934 წლის 18 დეკემბერს ქალაქ ცხინვალში, 1952 წელს დაამთავრა ქ. ცხინვალის საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. ცხინვალში მიღებული არასრული მუსიკალური განათლება უნივერსიტეტის სიმფონიურ ორკესტრში გამოიყენა, უკრავდა ვიოლინოზე.

1958 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მე-12 ნომერში გამოქვეყნდა პირველი სამი მოთხრობა და მას შემდაგ ამ ჟურნალისათვის არ უღალატია. დაწერილი აქვს ორი პატარა წიგნი, მათგან ერთი რუსულ ენაზეც გამოიცა. არის ორი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის ავტორი — ერთი მათგანია „თეთრი ქარავანი“, ხოლო მეორე — „დიდი მწვანე ველი“. მისი პირველი მოთხრობა „ბებერი მეზურნეები“ პიესადაც გადააკეთა, რომელმაც ყველაზე დიდი აღიარება მოუტანა.

15 წელზე მეტი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ღვთისმსახურებდა, მას დიაკვნობაში ეწოდა მამა ელიოზი.

შემოქმედება რედაქტირება

მოთხრობები რედაქტირება

  • 1961:„მოლოდინი“
  • 1964:„დიდედები და შვილიშვილები“
  • 1968:„ბებერი მეზურნეები“
  • 1968:„სინოს წითელი ხარები“
  • 1974:„ძმანო კახელნო“
  • 1987:„კურდღლის სიმღერა“
  • 1987:„ჰო თუ არა“
  • 1991:„წრებრუნვა“
  • 1992:„მოგზაურობა და ხიფათი“
  • „აღემართენით“
  • „მერცხლები“

პიესები რედაქტირება

  • „სარკე“
  • „დათვები“
  • „ბერიკონი“
  • „არაფერი“
  • „ყველასგან ყველაფრისთვის“

ფილმოგრაფია რედაქტირება

სცენარის ავტორია ფილმების რედაქტირება

გადაღებულია ფილმებში რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება