მენგისთუ ჰაილე მარიამი

მენგისთუ ჰაილე მარიამი (ინგლ. Mengistu Haile Mariam დ. 21 მაისი, 1937) – ეთიოპიის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ვიცე-პოლკოვნიკი (1976). ეთიოპიის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი. ეთიოპიის პრეზიდენტი 1987–1991 წწ. თანამდებობა ეკავა 1987 წლის 10 სექტემბრიდან, 1991 წლის 21 მაისამდე.

მენგისთუ ჰაილე მარიამი
ეთიოპიის 1-ლი პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 სექტემბერი, 1987 – 21 მაისი, 1991
მემკვიდრეტესფაიე გებრე კიდანი

დაბადებული21 მაისი, 1937

სწავლობდა აშშ-ში. მაიორის წოდების მიღების შემდეგ გადატრიალება მოაწყო და 1974 წელს ტახტიდან ჩამოაგდო იმპერატორი ჰაილე სელასიე I, რომელიც მომდევნო წელს მისივე ბრძანებით გაგუდეს. ამავე წლის ნოემბერში მოაკვლევინა დროებითი სამხედრო ადმინისტრაციული საბჭოს თავმჯდომარე და იმპერიული მმართველობის 60 ლიდერი.

1977 წელს მკვლელობების სერიის შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოექცა და დაიწყო „წითელი ტერორის“ კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა კუბელი და საბჭოელი ჯარისკაცების დახმარებით სომალურენოვანი რეგიონებიდან სომალელების განდევნას.

1984 წელს დააფუძნა ეთიოპიის მუშათა პარტია. დაწერა ახალი კონსტიტუცია და 1987 წელს ეთიოპიის პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა ქვეყნის პრეზიდენტად.

მას შემდეგ რაც დაიშალა სსრკ და ქვეყანას მოაკლდა საბჭოური დახმარება, გაიქცა ქვეყნიდან და თავი შეაფარა ზიმბაბვეს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ნაიჯელ ქოთორნი, ისტორიის 100 ყველაზე სასტიკი დესპოტი და დიქტატორი, თბ., 2011

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

წინამორბედი:
----
ეთიოპიის პრეზიდენტი

1987-1991
შემდეგი:
ტესფაიე გებრე კიდანი