მელეუზი (ბაშკ. Мәләүез) — ქალაქი ბაშკირეთის რესპუბლიკაში. მელეუზის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქი
მელეუზი
Мәләүез
გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი ბაშკირეთი
მუნიციპალიტეტი მელეუზის რაიონი
კოორდინატები 52°57′00″ ჩ. გ. 55°56′00″ ა. გ. / 52.95000° ჩ. გ. 55.93333° ა. გ. / 52.95000; 55.93333
დაარსდა XVIII საუკუნე
პირველი ხსენება 1753
ამჟამინდელი სტატუსი 1958
ფართობი 32 კმ²
ცენტრის სიმაღლე 170
ოფიციალური ენა ბაშკირული და რუსული ენა
მოსახლეობა 59 064 კაცი (2016)
ეროვნული შემადგენლობა რუსები, თათრები, ბაშკირები, მარიელები
სასაათო სარტყელი UTC+5
სატელეფონო კოდი +7 34764
საფოსტო ინდექსი 453850
ოფიციალური საიტი admmeleuz.ru
მელეუზი — რუსეთი
მელეუზი
მელეუზი — ბაშკირეთი
მელეუზი

ისტორია რედაქტირება

ქალაქი დაარსდა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, როგორც სავაჭრო სოფელი. მისი დაარსების პირობითი თარიღია 1766 წელი. 1863 წლიდან თემის ცენტრია. 1958 წლის 6 აგვისტოს მუშათა დასახლება მელეუზი გახდა რაიონული დაქვემდებარების ქალაქი. 1960 წელს დაიწყო შაქრის ქარხნის მშენებლობა. 1973 წელს დაიწყეს ქიმიური ქარხნის მშენებლობა. 1977 წლის 24 მარტიდან მელეუზი რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქია.

გეოგრაფია რედაქტირება

ქალაქი მდებარეობს მდინარე მელეუზისა და ბელაიის შეერთების ადგილთან. უფიდან დაშორებულია 225 კმ-ით. კლიმატი ზომიერად კონტინენტურია, ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით.

მოსახლეობა რედაქტირება

2010 სრულიად რუსეთის აღწერის მიხედვით მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა ასეთია: რუსები — 47,9 %, ბაშკირები — 29,1 %, თათრები — 15,8 %, ჩუვაშები — 3,8 %, უკრაინელები — 1,3 %, სხვა — 2,1 %[1].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება