მელეკეოკი (ინგლ. Melekeok, პალ. ენა Melekeok) — შტატი პალაუს რესპუბლიკაში. მდებარეობს კუნძულ ბაბელდაობზე.

შტატი
მელეკეოკი
ინგლ. Melekeok
დროშა

ქვეყანა პალაუს დროშა პალაუ
ადმ. ცენტრი მელეკეოკი
კოორდინატები 7°29′00″ ჩ. გ. 134°36′00″ ა. გ. / 7.48333° ჩ. გ. 134.60000° ა. გ. / 7.48333; 134.60000
ფართობი 28 კმ²
მოსახლეობა 277 კაცი (2015)
სიმჭიდროვე 9,89 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+9]]
სატელეფონო კოდი +680
საფოსტო ინდექსი 96940
ოფიციალური საიტი http://www.melekeok.gov.pw/

გეოგრაფია რედაქტირება

 
მელეკეოკის შტატი ტოპოგრაფიულ რუკაზე

მელეკეოკის შტატში მდებარეობს მიკრონეზიაში ყველაზე დიდი მტკნარი ტბა ნგარდოკი ნიანგ ლათ. Crocodylus porosus-ის მცირე პოპულაციით. შტატის სანაპიროზე ბინადრობენ ზვიგენების იშვიათი სახეობები, რომლებიც მთავრობის მეთვალყურეობის ქვეშაა აყვანილი. ხელუხლებელი ველური ბუნება და ქვიშოვანი პლაჟები კარგი სტიმულია ტურიზმის განვითარებისთვის.

მოსახლეობა რედაქტირება

შტატის მოსახლეობა 2015 წლის აღწერის მიხედვით შეადგენს 277 ადამიანს.[1][2] მათ შორის სოფელ მელეკეოკში ცხოვრობს 271 ადამიანი. შტატში ასევე მდებარეობენ სოფლები ერტონგი, ნგებურჰი, ნგერემეჰელუჰი, ნგერმელეჰი, ნგერუბესანგი, ნგერულინგი.

2006 წელს ამავე შტატში სოფელ მელეკეოკიდან ორ კმ-ში აშენებულ სოფელ ნგერულმუდში გადაიტანეს ქვეყნის დედაქალაქი.

შტატის გუბერნატორს ლაზარუს კოდეპს აქვს რეზიდენცია სოფელ მელეკეოკში.

ეკონომიკა რედაქტირება

შტატის მოსახლეობა დაკავებულია სოფლის მეურნეობით, თევზჭერით, ტურისტული ბიზნესით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება