მელაანისოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ–დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 750 მეტრი, გურჯაანიდან 25 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1079 ადამიანი. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2]

სოფელი
მელაანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტი
თემი მელაანი
კოორდინატები 41°38′55″ ჩ. გ. 45°47′09″ ა. გ. / 41.64861° ჩ. გ. 45.78583° ა. გ. / 41.64861; 45.78583
ცენტრის სიმაღლე 750
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1079[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,5 %, აზერბაიჯანელები 1,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მელაანი — საქართველო
მელაანი
მელაანი — კახეთის მხარე
მელაანი

ისტორია რედაქტირება

სოფლის ტერიტორიიდან ცნობილია პალეონტოლოგიური მასალები, ცხოველთა გაქვავებული ძვლების სახით. სოფლის ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან დასახლდა. არქეოლოგიური მასალით მტკიცდება ხანგძლივი დროის მანძილზე ადამიანის უწყვეტი ცხოვრების კვალი მელაანის და მის გარშემო ტერიტორიაზე, რასაც ხელს უწყობდა სოფლის მდებარეობა. ბუნებრივი პირობები ხელსაყრელი იყო მეურნეობის მრავალი დარგის, მათ შორის მემინდვრეობის, მესაქონლეობის და განსაკუთრებით მევენახეობის განვითარებისათვის.

გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში მელაანში, მელი-ღელესა და არაშენდას მახლობლად სამოსახლოსაგან გამოყოფილი ოთხი სამლოცველო ყოფილა, რაც მკვლევარებს აფიქრებს რომ აქ რაღაც რელიიური ცენტრი არსებობდა. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ამ მხარის ტოპომინიკა: მელაანი, მელიღელე, გადრეკილი, რაც შესაძლოა საქართველოში გავრცელებულ ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებების „მელია ტულეპიას“ და „ადრეკილიას“ სახელწოდებებს უკავშირდება.

ძვ. წ. I ათასწლეულში მელაანი სკვითებს დაულაშქრავთ. კახეთის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ, XVI საუკუნის შუა წლებიდან სოფელი ჭერემის საეპისკოპოსოს დაქვემდებარებაში იყო. ამ საეპისკოპოსოს გაუქმების შემდეგ, თეიმურაზმა და ერეკლემ მელაანი ბოდბელ მეტროპოლიტ იოანეს გადასცეს. პარალელურად სოფლის ყმა-მამულზე ცალკეულ ფეოდალთა ანდრონიკაშვილები , მოურავისშვილების, ყარაბუდაღიშვილების უფლებებიც გავრცელდა. 1802 წელს სოფელი მელაანი ლეკებმა ააოხრეს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. მელაანში ახალი სკოლა შენდება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-15. ციტირების თარიღი: 2011-07-19.