ანა ტილდა "მეი" სვენსონი (დ. 28 მაისი, 1913 — გ. 4 დეკემბერი, 1989) — ამერიკელი პოეტი და დრამატურგი. ჰაროლდ ბლუმმა იგი XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ორიგინალურ პოეტად მიიჩნია. [27] [28]

მეი სვენსონი
დაბადების თარიღი 28 მაისი, 1913(1913-05-28)[1] [2] ან 1919[3]
დაბადების ადგილი ლოგანი[3] [4] [5] [6] [2]
გარდაცვალების თარიღი 4 დეკემბერი, 1989(1989-12-04)[7]
გარდაცვალების ადგილი Bethany Beach[8] [9] [10]
საქმიანობა პოეტი[3] [11] [12] , დრამატურგი, მწერალი[13] [14] [15] [16] და ავტორი[17] [18]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  აშშ[19] [12]
ალმა-მატერი იუტის შტატის უნივერსიტეტი[20] და ლოგანის საშუალო სკოლა
Magnum opus A Cage of Spines[21]
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[22] , მაკართურის სტიპენდია[23] , ბოლინგენის პრემია[24] , Academy of American Poets Fellowship[25] და Shelley Memorial Award[26]

ბიოგრაფია რედაქტირება

მეი სვენსონი იყო მარგარეტ და დენ არტურ სვენსონების პირველი, უფროსი შვილი, ათშვილიან მორმონების ოჯახში, სადაც რეგულარულად საუბრობდნენ შვედურად, ხოლო მეორე ენად ინგლისურს იყენებდნენ. [29] მიუხედავად იმისა, რომ მის კონსერვატიულ ოჯახთან პრობლემები ჰქონდა განსხვავებული სქესობრივი ორიენტაციის გამო, ისინი მთელი ცხოვრება ახლოს იყვნენ. მისი მოგვიანებითი პოეტური ნაწარმოებების დიდი ნაწილი ბავშვებს მიეძღვნა (მაგალითად, კრებული „იკონოგრაფიები“, 1970). მან ასევე თარგმნა თანამედროვე შვედი პოეტების მოღვაწეობა, მათ შორისაა ნობელის პრემიის ლაურეატის, ტომაშ ტრანშტრამერის ლექსები. [30]

კარიერა რედაქტირება

სვენსონი ჩაირიცხა იუტას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალაქ ლოგანში, იუტას შტატში, რომელიც დაამთავრა 1934 წელს, ბაკალავრის ხარისხით. იგი ასწავლიდა პოეზიას როგორც ბრაიან მავრის კოლეჯში, ისე გრინსბოროს ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში, კალიფორნიის უნივერსიტეტში, რივერსაიდში, პურუდუს უნივერსიტეტში და იუტას სახელმწიფო უნივერსიტეტში. [31]იგი ასევე იყო ამერიკის პოეტთა აკადემიის კანცლერი 1980 წლიდან, 1989 წელს გარდაცვალებამდე.

1936 წელს მუშაობდა მამაკაცის, ვინმე „პლეთის“ დავალებით. ამავდოულად მისი პოემები გამოქვეყნებული უამრავ ჟურნალში, მათ შორის: „The Nation“, „The New Yorker“, „The Paris Review“.

1950-იანები მეი სვენსონის საუკეთესო წლების დასაწყისი იყო. ამ დროში მან მოიპოვა არაერთი ჯილდო: American Introductions-ის პრიზი (1955); ამერიკის მწერალთა საზოგადოების უილიამ როუზ ბენეტის პრიზი (1959); Longview Foundation-ის ჯილდო (1959); მისი განსაკუთრებით ცნობილი ნაწარმოებებია: „სხვა ცხოველი“ (1954), ხერხემლების გალია (რაინჰარტი, 1958) და „დროსთან შერწყმა:ახალი და გამორჩეული პოემები“ (შრაიბნერი, 1963);

წერის სტილი რედაქტირება

სვენსონი ლექსებს „იკონოგრაფიის“ სტილში ქმნიდა. ამ ტექნიკით დაწერილი ლექსი პირველად გამოაქვეყნა 1970 წელს მის წიგნში „იკონოგრაფიები“. ამ ტიპის პოემებში იგი ტაეპებს შინაარსთან დაკავშირებული სურათის მსგავსად ალაგებდა, მაგალითად: მისი ნაწარმოები „ქვემოდან“, აღწერდა რობერტ კენედის სამხედრო დაკრძალვას და ტაეპებს დაკეცილი დროშის ფორმა ჰქონდათ მიცემული. სვენსონი ცნობილია ბუნებრივი ლანდშაფტის აღწერით და ხშირი გამოყენებით, რომელშიც ამავდროულად ურევდა რელიგიას და ფილოსოფიას.

გარდაცვალება რედაქტირება

მეი სვენსონი გარდაიცვალა 1989 წლის 4 დეკემბერს, 76 წლის ასაკში, დელავარის შტატში. იგი დაკრძალულია ლოგანის ქალაქის სასაფლაოზე, მის საფლავზე გამოსახულია გრანიტის სკამი, რომელზეც გამოსახულია მისი რამდენიმე პოეზია. სიცოცხლის ბოლო ოცი წლის განმავლობაში ის ნიუ–იორკში, ზღვის პირას, კლდეზე ცხოვრობდა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • „The United States In Literature“, გვ. 615, ილ., 1985

სქოლიო რედაქტირება

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 https://mormonarts.lib.byu.edu/people/may-swenson/
  3. 3.0 3.1 3.2 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 1050.
  4. http://prezi.com/oss3-njwvepj/may-swenson-southbound-on-the-freeway/
  5. http://www.baseball-almanac.com/poetry/po_anal.shtml
  6. http://www.scribd.com/doc/88538493/Martin-Gardner-The-Last-Recreations-15
  7. Library of Congress AuthoritiesLibrary of Congress.
  8. http://news.hjnews.com/allaccess/article_41448f1e-ae30-11e2-8a48-001a4bcf887a.html
  9. http://news.hjnews.com/allaccess/national-radio-personality-noted-poet-part-of-may-swenson-centennial/article_41448f1e-ae30-11e2-8a48-001a4bcf887a.html
  10. http://www.poemhunter.com/may-swenson/
  11. http://www.nndb.com/people/505/000048361/
  12. 12.0 12.1 http://www.nytimes.com/1992/01/19/books/turned-back-to-the-wild-by-love.html
  13. http://memory.loc.gov/ammem/today/nov03.html
  14. http://spartacus-educational.com/USARfwp.htm
  15. http://www.pen.org/grants-and-awards/utah-state-university-press-may-swenson-poetry-award
  16. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
  17. http://www.bookrags.com/essay-2003/12/9/15616/0045/
  18. http://www.enotes.com/homework-help/describe-how-women-should-pedestals-reflective-358489
  19. http://www.allmusic.com/artist/may-swenson-mn0001568271
  20. https://www.poets.org/poetsorg/poet/may-swenson
  21. Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 1051.
  22. http://www.gf.org/fellows/all-fellows/may-swenson/
  23. https://www.macfound.org/fellows/class/july-1987/
  24. http://bollingen.yale.edu/poet/may-swenson
  25. https://web.archive.org/web/20150315043417/https://poets.org/academy-american-poets/prizes/academy-american-poets-fellowship
  26. https://psa.fcny.org/psa/awards/frost_and_shelley/shelley_winners/
  27. Blood, Harold. "They have the numbers; we, the heights," დაარქივებული 2012-04-26 საიტზე Wayback Machine. Boston Review. Accessed February 15, 2012.
  28. https://www.nytimes.com/1989/12/05/obituaries/may-swenson-a-humorous-poet-of-cerebral-verse-is-dead-at-76.html
  29. Gould, Jean (1984) Modern American Women Poets. New York: Dodd, Mead & Company, გვ. 75. ISBN 0-396-08443-5. 
  30. May Swenson: A Poet's Life in Photos by R. R. Knudson & Suzzane Bigelow with a foreword by Richard Wilbur (Utah State University Press, 1996), ISBN 0-87421-218-9, p. 39.
  31. Poets.org - Poetry, Poems, Bios & More - May Swenson