მეიოს საგრაფო (ინგლ. County Mayo, ირლ. Contae Mhaigh Eo) — საგრაფო ირლანდიაში, კონაქტის პროვინციაში.

საგრაფო
მეიო
County Mayo
Contae Mhaigh Eo
დროშა გერბი

ქვეყანა ირლანდიის დროშა ირლანდია
ადმ. ცენტრი კასლბარი
შიდა დაყოფა Ballina, Castlebar, Claremorris და West Mayo
კოორდინატები 53°54′00″ ჩ. გ. 9°15′00″ დ. გ. / 53.90000° ჩ. გ. 9.25000° დ. გ. / 53.90000; -9.25000
ფართობი 5,586 კმ²
მოსახლეობა 130,638 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი Western European Time
საავტომობილო კოდი MO
ოფიციალური საიტი mayococo.ie

სახელწოდება რედაქტირება

საგრაფომ სახელი მიიღო სოფელ მეიოსაგან, რომელიც დღეს უმეტესად ცნობილია, როგორც — მეიოს სააბატო.

გეოგრაფია რედაქტირება

ფართობი რედაქტირება

მეიოს საგრაფოს ფართობი არის 5 586 კმ². იგი ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა კონაქტის პროვინციაში, ხოლო 3-ზე (32-დან) ირლანდიაში.

საზღვრები რედაქტირება

მეიოს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სლაიგოს საგრაფო, აღმოსავლეთიდან როსკომონი, სამხრეთიდან კი — გოლუეი. მისი დასავლეთ და ჩრდილოეთი ნაწილები ატლანტის ოკეანის სანაპიროზეა.

საბარონოები რედაქტირება

საგრაფო იყოფა ცხრა ისტორიულ საბარონოდ.

ქალაქები რედაქტირება

ფიზიკური გეოგრაფია რედაქტირება

მეიოს საგრაფოს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს შორის რამდენიმე მკაფიო გეოლოგიური განსხვავებაა. ჩრდილოეთი ნაწილი ძირითადად შედგება ღარიბი ქვენიადაგებისაგან და დაფარულია ფართო ჭაობის ფენით. ხოლო, სამხრეთში უმეტესად კირქვის ლანდშაფტია. სასოფლო-სამეურნეო მიწები უფრო ნაყოფიერი სამხრეთშია, ვიდრე ჩრდილოეთში.

  • მეიოს და კონაქტის უმაღლესი წერტილია მთა მვილრეი, 814 მ. ზღვის დონიდან.
  • მდინარე მოი, რომელიც საგრაფოს ჩრდილო–აღმოსავლეთში მიედინება, ცნობილია ორაგულის თევზჭერით.
  • ირლანდიის უდიდესი კუნძული — აკილი ეკუთვნის მეიოს საგრაფოს.
  • მეიოშია ირლანდიის უდიდესი კლიფები (ევროპაში სიდიდით მეორე)[1].
  • საგრაფოს ჩრდილო–დასავლეთ ნაწილშია განახლებადი ენერგიის უდიდესი რასურსები ევროპაში, თუ არა მსოფლიოში: ქარის, ოკეანის ტალღების, მიქცევა–მოქცევისა და ჰიდროელექტრო რესურსები.

მოსახლეობა რედაქტირება

მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ცხოვრობს ორ ქალაქში: კასლბარსა და ბალინაში.

დემოგრაფიული მდგომარეობა რედაქტირება

ისტორიის მანძილზე მეიო ირლანდიის საგრაფოებს შორის ყველაზე მეტმა მცხოვრებმა დატოვა. ამის თავდაპირველი მიზეზი იყო ირლანდიის დიდი შიმშილობა, ხოლო შემდეგ სამუშაოს ძებნა გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1841 წლიდან 1901 წლამდე მოსახლეობის რაოდენობა დაეცა 388 887–დან 199 166–მდე. ემიგრაციის გაგრძელების შედეგად მოსახლეობა კვლავ იკლებდა და 1971 წელს დავიდა 109 525 მცხოვრებამდე. ემიგრაციამ იკლო ირლანდიის ეკონომიკის ზრდის შემდეგ 1990–იან და ადრე 2000–იანებში, შედეგად მეიოს მოსახლეობა 1991–2011 წლებში 110 713–დან 130 638–მდე გაიზარდა.

რელიგია რედაქტირება

2006 წელს ჩატარებული ეროვნული აღწერით მეიოს საგრაფოში ცხოვრობს: 114 215 კათოლიკე, 2 476 ირლანდიელი ქრისტიანი, 733 მუსლიმანი, 409 სხვა ქრისტიანი, 280 პრესვიტერიანელი, 250 მართლმადიდებელი ქრისტიანი, 204 მეთოდისტი, 853 სხვა რელიგიის, 3 267 ურწმუნოა, ხოლო 1 152-მა მცხოვრებმა უარი განაცხადა საკუთარი რელიგიის გამხელაზე.

ირლანდიური ენა რედაქტირება

საგრაფოს მოსახლეობის 9 % გელტახტში ცხოვრობს. მეიო 10 886 მცხოვრებით ირლანდიის საგრაფოებს შორის მესამეა ირლანდიურად მოსაუბრეთა რაოდენობით. ტურმაკედი არის ირლანდიურად მოსაუბრეთა უდიდესი დასახლება მეიოს საგრაფოში. ამ მიდამოს ყველა სკოლაში სწავლება მიდის ირლანდიურ ენაზე. [2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება