მეზღვაური სინბადი

მეზღვაური სინბადი (სინდბადი) — გამოგონილი მეზღვაური, შუა აღმოსავლური წარმოშობის ისტორიების ციკლის გმირი "ათას ერთი ღამიდან". იგი აღწერილია, როგორც ადრეული აბასიანთა ხალიფატის დროს (ახ. წ. VIII-IX საუკუნეები) ბაღდადელი მეზღვაური. აფრიკის აღმოსავლეთის და სამხრეთი აზიის ზღვებში შვიდი მოგზაურობის დროს მას თავს ხდება ფანტასტიკური თავგადასავლები, ხვდება ურჩხულები, ის ესწრება ზებუნებრივ მოვლენებს არარსებულ ქვეყნებში.

წარმოშობა რედაქტირება

ზღაპრები სინდბადზე "ათას ერთ ღამეს" შედარებით გვიან დაემატა - ისინი არ გვხვდება XIV საუკუნის ადრეულ ხელნაწერში და დამოუკიდებელი ციკლის სახით ჩნდება XVII-XVIII საუკუნეების კოლექციებში. ზღაპრებში შეიმჩნევა ჰომეროსის ეპოსების (არაბულენოვან სამყაროში მათ დიდი ხანია ცნობდნენ, ეპოსები არაბულ ენაზე ითარგმნა ჯერ კიდევ VIII საუკუნეში, ხალიფა ალ-მაჰდის კარზე), ფსევდო-კალისთენეს "ალექსანდრეს ცხოვრების" (III-IV ს.) ალ-ჯაჰიზის IX საუკუნის "ცხოველთა წიგნის" და კიდევ უფრო ადრინდელი, ძველი ეგვიპტური "ამბავი დაკარგულ მეზღვაურზეს" გავლენა. მოგვიანებით შეინიშნება აბასინთა დროინდელი ნაწარმოებების გავლენაც, მაგ. "ქმნილი სამყაროს საოცრებები", რომელშიც ინდოეთის ოკეანეში მოგზაური არაბების გამოცდილებაა აღწერილი.

ზღაპრები რედაქტირება

როგორც თვითონ "ათას ერთ ღამეს" სინდბადის ციკლსაც ერთი სიუჟეტი აკავშირებს. სინდბადის ციკლის დასაწყისი ასეთია: ღარიბი ვაჭარი დასასვენებლად ჯდება მდიდრის სახლთან და აღნიშნავს სამყაროს უსამართლობას - მდიდრები ადვილად ცხოვრობენ, მან კი უნდა იმუშაოს. ამას იგებს სახლის მცხოვრები და გამოდის მასთან. აღმოჩნდება, რომ ორივეს სინბადი ჰქვიათ. მდიდარი უყვება მას თავის ისტორიას.

პირველი ისტორია რედაქტირება

სინბადმა გაფანტა მამის მიერ დატოვებული ქონება და მეზღვაურად მუშაობა დაიწყო. ზღვაში ის კუნძულზე გადის, მაგრამ აღმოჩნდება, რომ კუნძული უზარმაზარი ვეშაპია, რომელსაც ზურგზე ხეები ამოსდის. მეხღვაურების ანთებულმა ცეცხლმა გააღვიძა ვეშაპი და მან ზღვაში ჩაყვინთა. სინდბადი ხის მორმა გადაარჩინა.

მეორე ისტორია რედაქტირება

 

მოგვიანებით სიმბადს მოსწყინდა უდარდელი ცხოვრება და მოგზაურობა გადაწყვიტა. ზღვაში ის გადაურჩა უზარმაზარ ფრინველს და გველებს, რომლებსაც სპილოების გადაყლაპვა შეეძლოთ. გველების მდელო ბრილიანტებითაა დაფარული, სინდბადი ბაღდადში ბრილიანტებით ბრუნდება.

მესამე ისტორია რედაქტირება

მესამე მოგზაურობის დროს მას და სხვა ბეზღვაურებს იჭერს ურჩხული და მათ ჭამას იწყებს. სინბადი აბრმავებს ურჩხულს, მაგრამ მის გარდა ყველა მეხღვაურს კლავენ. ის ბაღდადში ბრუნდება.

მეოთხე ისტორია რედაქტირება

სინბადს იჭერენ ერთ-ერთი კუნძულის აბორიგენები, მეზღვაურებს აძლევენ მცენარეს, რომელიც მათ მსჯელობის უნარს ართმევს და მოსაკლავად ამზადებენ. სინბადი არ ჭამს მცენარეს და მეზობელ კუნძულებზე გარბის, სადაც უმეგობრდება მეფეს და ქორწინდება მდიდარ და ლამაზ ქალზე. კუნძულზე არსებული ტრადიციით ერთი მეუღლის სიკვდილის შემთხვევაში ორივეს ასაფლავებენ, სინბადის ცოლი კვდება და მას ცოცხლად მარხავენ ცოტაოდენი საკვებით და წყლით. ის კლავს სხვა ცოცხლად დამარხულებს და იპარავს მათ საკვებს, შემდეგ მას ათავისუფლებს გარეული ცხოველი. ის ბრუნდება ბაღდადში და აგრძელებს მდიდრულ ცხოვრებას.

მეხუთე ისტორია რედაქტირება

სინბადი ისევ ზღვაში გადის. გემიდან მეზღვაურები ამჩნევენ უზარმაზარ ბუდეს კვერცხით და გადმოდიან გემიდან, რომ კვერცხში მყოფი ფრინველი შეჭამონ. სინბადი ხვდება, რომ ეს უზარმაზარი მითიური ფრინველის - როქის კვერცხია და გემზე ასვლას უბრძანებს მეზღვაურებს, მაგრამ გვიანია - კვერცხის მშობელი როქები ანადგურებენ ყველას სინბადის გარდა. სინბადი ისევ უგემოდ რჩება, მას "ზღვის მოხუცი" იმონებს და მუდამ კისერზე აზის. სინბადი ატყუებს და კლავს მას და სახლში ბრუნდება.

მეექვსე ისტორია რედაქტირება

სინბადის გემი კლდეებს ასკდება და ის თავის მეზღვაურებთან ერთად შიშველ კლდეებზე რჩება. მის გარდა ყველა შიმშილით კვდება. სინბადი პატარა ნავს აშენებს და მდინარეს პოულობს, რომლითაც მდიდარი მეფის სამფლობელოში აღწევს. მეფე მას ბაღდადში ხალიფისთვის მდიდრულ საჩუქრებს ატანს.

მეშვიდე ისტორია რედაქტირება

სინბადის გემი ისევ იმსხრევა და ის მდიდარ ქალაქში ხვდება, რომლის მცხოვრებლები თვეში ერთხელ ფრინველებად იქცევიან. ის ვაჭართა მეფის ქალიშვილზე ქორწინდება და კიდევ უფრო მდიდრდება. მათი დახმარებით ის ცაში ადის და ანგელოზებს ხვდება, უეცრად ციდან ცეცხლი ვარდება და კლავს ფრინველებს. მას მთაზე სასიკვდილოდ ტოვებენ, მაგრამ მას ანგელოზები ეხმარებიან. მისი ცოლი ეუბნება, რომ ქალაქის მცხოვრებლები ეშმაკები არიან, მაგრამ ის და მამამისი ეშმაკები არ არიან. ცოლთან ერთად ის ბაღდადში საბოლოოდ ბრუნდება.

ზოგ ვერსიაში ამის შემდეგ სინბადი მეზღვაური ვაჭარ სინბადს ასაჩუქრებს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Copeland, CS; Mann, VH; Morales, ME; Kalinna, BH; Brindley, PJ (23 February 2005). "The Sinbad retrotransposon from the genome of the human blood fluke, Schistosoma mansoni, and the distribution of related Pao-like elements". BMC Evol Biol. 5 (1): 20. doi:10.1186/1471-2148-5-20. PMC 554778. PMID 15725362.
  • Favorov, OV; Ryder, D (12 March 2004). "Sinbad: a neocortical mechanism for discovering environmental variables and regularities hidden in sensory input". Biol Cybern. 90 (3): 191–202. doi:10.1007/s00422-004-0464-8. PMID 15052482. S2CID 680298.
  • Marcelli, A; Burattini, E; Mencuccini, C; Calvani, P; Nucara, A; Lupi, S; Sanchez Del Rio, M (1 May 1998). "Sinbad, a brilliant IR source from the DAPhiNE storage ring". Journal of Synchrotron Radiation. J Synchrotron Radiat. 5 (3): 575–7. doi:10.1107/S0909049598000661. PMID 15263583..
  • Beazley, Charles Raymond (1911). "Sindbad the Sailor, Voyages of" . In Chisholm, Hugh (ed.). Encyclopædia Britannica. Volume 25 (11th ed.). Cambridge University Press. pp. 141–142.